კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარირჩევები„არავის ვენდობი და არაფერს ველოდები“: როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას

„არავის ვენდობი და არაფერს ველოდები“: როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას

ყველას ჰქონია სიტუაციები, როდესაც სახლში, სამსახურსა თუ ურთიერთობაში რაღაც ან ყველაფერი არ მიდის გეგმის მიხედვით. ასეთ მომენტებში ადვილია საკუთარი თავის დამამცირებელ აზრებთან დამორჩილება და მოვლენების ყველაზე ნეგატიური სცენარის წარმოდგენა. ჩვენ გეტყვით, როგორ ებრძოლოთ მას.

ისწავლეთ უარყოფითი აზრების შემჩნევა

ამისათვის თქვენ უნდა გაარკვიოთ, რომელ სიტყვებს იმეორებთ ყველაზე ხშირად: ”მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი, ასე რომ არაფერი გამომდის”, ”მე არ შემიძლია წონაში დაკლება, რადგან არ მაქვს ნებისყოფა”, ”დღეს 13-ია, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი მოხდება.” თუ ვერ ამჩნევთ ასეთ ფრაზებს თქვენს მეტყველებაში ან ფიქრებში, მაშინ სთხოვეთ თქვენს ახლობლებს დახმარება – მათ ალბათ გაიგეს ეს თქვენგან.

ფურცელზე ჩამოწერეთ ფრაზები და სიტუაციები, როდესაც ასეთი აზრები ჩნდება. მაგალითად, როდესაც შორდებით საყვარელ ადამიანს, ან არ დაგაწინაურებენ სამსახურში. დროა თავი დაანებოთ საკუთარი თავის დამცირების ჩვევას და გაიაზროთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ან, მაგალითად, თქვენ ვერ მიუსწარით ავტობუსს, შემდეგზე საცობში მოხვდით და, შესაბამისად, აგვიანებთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. რას აკეთებთ ასეთ სიტუაციაში? იწყებთ გაბრაზებას და საკუთარი თავის დადანაშაულებას? უმჯობესია გაკვეთილის სწავლა და აზრების პოზიტიური მიმართულებით წარმართვა. რადგან ნეგატიური აზროვნებით არაფერი შეიცვლება, გარდა საკუთარი თავის დამძიმებისა.

დაისახეთ მიზანი უკეთესობისკენ

მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ გაქვთ პრეზენტაცია, იმის ნაცვლად, რომ წარმოიდგინოთ ნეგატიური პროცესი, სადაც გუნდის წევრებს ექნებათ უკმაყოფილო სახეები, შეცვალეთ ვექტორი და იფიქრეთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ უშეცდომოდ, თუმცა შეცდომის დაშვების უფლებაც ყველას აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი ღიმილი, თავდაჯერებული ხმა და ის, თუ როგორ ამოისუნთქებთ კმაყოფილებით საუბრის ბოლოს. ივარჯიშეთ 3-5-ჯერ: წარმოიდგინეთ, როგორ გიკრავთ ტაშს აუდიტორია მოწონების ნიშნად და შემდეგ როგორ გაიღიმებით.

არ ითამაშოთ მომჩივანის როლი

თუ ხშირად გიჩივიან და თანაგრძნობას გამოხატავთ, დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ როლით? როგორც კი შეწყვეტთ ასეთ როლში ყოფნას, ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო და წარმატებული ადამიანები. შეეცადეთ უფრო ხშირად შეხვდეთ მათ, ვინც ენერგიით გმუხტავთ. მოემზადეთ იმაზე სასაუბროდ, თუ რა იცვლება თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

ეძებეთ მიზეზები, რომ იყოთ მადლიერი

შეეცადეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც დაგეხმარათ რთული პრობლემების გადაჭრაში. ჩაწერეთ დღის განმავლობაში მომხდარი კარგი მომენტები თქვენს დღიურში. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, რომელიც დადებით განწყობაზე დაგაყენებთ. ყოველდღე შეაგროვეთ პლიუსები – მინიმუმ სამი (და შესაძლოა მეტი) სასიამოვნო და კარგი მოვლენა, რაც გადაგხდათ თავს. პირველ დღეს უცნაურად იგრძნობთ თავს, მაგრამ შემდეგ გაგიადვილდებათ კონსტრუქციულ განწყობაზე ყოფნა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

იანვარი 25, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი