შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებადასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

დასაშვები ხდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ელექტრონული სწავლების საკითხი დარეგულირდება.

კერძოდ, როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება. ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას. განათლების სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს. ნაწილობრივ დისტანციურ ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.

„სიახლეა ისიც, რომ დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. პირველ ეტაპზე აღნიშნული შეეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირს განათლება მიღებული აქვს:

იმ დაწესებულებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება აქვს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც არ მოიცავს პრაქტიკულ/ლაბორატორიულ/კლინიკურ/სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებს და სტუდენტის მიერ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების არადისტანციური ფორმით ჩაბარებას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ, განხილული კანონპროექტების თანახმად, განისაზღვრება ონლაინუნივერსიტეტის ცნება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება დაევალება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის, რაც მათ მომავალში სრულიად ახალი სწავლების მოდელის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის მიერ განხილული კანონპროექტების თანახმად, დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაც განისაზღვრება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი