სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიგანათლებადიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას - დიდი მარხვის მიზანია, სინანული...

დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას – დიდი მარხვის მიზანია, სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა

დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან მიტევების კვირაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დასრულდა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ ჩვენი სულიერი ცხოვრების ახალ პერიოდში, რომელსაც დიდი მარხვა ეწოდება. ეს არის განსაკუთრებული დრო, სინანულის ჟამი, როდესაც უფრო მეტად ვუღრმავდებით საკუთარ სულიერ ცხოვრებას, ვიხედებით ჩვენს სულში და რას ვხედავთ იქ? – ცოდვების წყვდიადს და სიბნელეს. ამიტომ დიდი მარხვა არ გულისხმობს მხოლოდ საკვების შეცვლას, არამედ – სინანულს; დიდი მარხვის მიზანი არის სინანული და კვლევა საკუთარი სულისა, დანახვა საკუთარი ცოდვებისა, მაგრამ, ამავე დროს, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ სახიფათო და სულისთვის საზიანოა, თუ მხოლოდ ჩვენი ცოდვების ხედვაში ჩავიკეტებით და ამით შემოვიფარგლებით, რადგან სინანული ამაში არ მდგომარეობს მხოლოდ.

მაშ, რა არის სინანული? რას გულისხმობს ის? რას მოიცავს? მე ვხედავ ჩემი ცოდვების სიბნელესა და ბოროტებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი, არსებობს სიკეთეც და არსებობს ნათელიც. და აი, სინანული, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული ზღვრის მძაფრად შეგრძნებას. სინანული გვიხსნის არა მხოლოდ ბოროტებას, არამედ სიკეთესაც, როგორც ჩვენს სულში, ასევე ჩვენ გარშემოც. სინანული ასევე დაკავშირებულია სულიერ მწუხარებასა და სევდასთან; მაგრამ ეს მწუხარება როდია ბნელი და უსიხარულო, როგორც ზოგიერთს ჰგონია არასწორად. გაიხსენეთ, რას წერს წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს: „ნათელი ბნელში ჩანს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“. ე.ი. იმ სიბნელეში, რომელსაც მე ჩემს სულში ვხედავ, რომლისგანაც ვიტანჯები, რომელსაც ვინანიებ, ამ სიბნელეში ანათებს ეს ნათელი, რომელიც არის ღვთაებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი.

მაშასადამე, სინანული გვიხსნის ცოდნას ღმერთზე, არა მხოლოდ ბოროტებასა და ეშმაკზე, არამედ – სიკეთესა და ღმერთზე. გვიხსნის იმას, თუ რა არის სიკეთე და თუ ვინ არის ღმერთი. ამიტომ ეს მარხვისა და სინანულის მწუხარება აღარ არის ბნელი, არამედ ნათელია და სავსეა სიხარულით. ამიტომაც ეწოდება მარხვა სიხარულისა.

ჩვენ ყოველდღე, დილაობით, ვკითხულობთ ლოცვას, რომელშიც ღმერთს ვევედრებით, თავისი დიდების საღვთო სამკვიდრებელში მიღების ღირსი გაგვხადოს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი არსობრივი დანიშნულებაც, არის სწორედ ამ საღვთო დიდებასთან თანაზიარება.

ზოგი ამბობს, როდესაც ვინანიებ, უამრავ ბოროტებას ვხედავ ჩემში, ასევე ჩემ ირგვლივო. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაც ამ ბოროტებაში მდგომარეობს; მაგრამ ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ეშმაკის ცილისწამება, რომელსაც ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ. ცხოვრება არ მდგომარეობს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ ცხოვრება მდგომარეობს სწორედაც იმ ნათელში, რომელიც გახლავთ საღვთო დიდება, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით წმინდა ეკლესიაში. მონანული ადამიანი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ხედავს ამ ზღვარს სიკეთესა და ბოროტებას შორის, იმიტომ რომ სინანული, პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, არის გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა.

სულ მალე იწყება დიდი მარხვა, სხვანაირად დაირეკება ზარები, უფრო მწუხარედ. ეკლესიაშიც ყველაფერი სხვაგვარად იქნება და მოგვმადლოს უფალმა, რომ ეს სინანულის მწუხარება, რომელზეც გესაუბრეთ, ყოფილიყოს ყოველი ჩვენგანისთვის ნამდვილი, დიდი მარხვისთვის შესაფერისი, არა ბნელი და სევდიანი, არამედ ნათლით და სიხარულით მოსილი. რატომ? – იმიტომ, რომ ამ სინანულის სარბიელის დასასრულს ბრწყინავს ჩვენთვის ქრისტეს აღდგომის ნათელი და ბრწყინავს საღვთო ბუნებასთან ჩვენი თანაზიარების ნათელი, რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ, რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღეა

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

რატომ არის ახალი წელი განსაკუთრებული უცხოეთში?

3 დეკემბერი 2024
თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

თბილისის ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ძეგლი და ბუნების საკვირველი სამოთხე

დეკემბერი 3, 2024
GCCA-ში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე 791 განაცხადი დაფიქსირდა — რა პრობლემაზე ჩივიან ყველაზე ხშირად

GCCA-ში მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე 791 განაცხადი დაფიქსირდა — რა პრობლემაზე ჩივიან ყველაზე ხშირად

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი