ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 1 დღე რჩება – ცენტრები მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. პროცესი ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკით დასრულდება.
ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური – ეს ის ქალაქებია სადაც საგამოცდო ცენტრები იქნება გახსნილი. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტებიც დაინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები