ეს მარტივი ტესტი შეამოწმებს, რამდენად გახსოვთ სხვადასხვა სფეროდან საკითხები და როგორია თქვენი ზოგადი განათლება. თუკი უმრავლესობას სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ კარგი მეხსიერება და ცოდნა გაქვთ:
1. რომელი ქვეყნის დედაქალაქია ოსლო?
- შვეიცარიის
- დანიის
- ნორვეგიის
2. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის კონტინენტი?
- არქტიკა
- აფრიკა
- ანტარქტიდა
3. რამდენი დღეა ნაკიან წელიწადში?

- 366
- 365
- 364
4. რომელ ელემენტებისაგან შედგება წყალი?
- ნახშირბადისა და წყალბადისაგან
- წყალბადისა და ჟანგბადისაგან
- ჟანგბადისა და ნახშირბადისაგან
5. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ სიაში უნდა მოვძებნოთ სიტყვათა სინონიმები?
- ენციკლოპედიაში
- თეზაურუსში
- ლექსიკონში
6. ამ ცნობილი მხატვრებიდან, რომელი მოღვაწეობდა გასულ საუკუნეში?

- პაბლო პიკასო
- ვინსენტ ვან გოგი
- ლეონარდო და ვინჩი
7. რომელი უფრო გრძელია – 100 სანტიმეტრი თუ 10 დეციმეტრი?
- 100 სანტიმეტრი
- 10 დეციმეტრი
- ერთი და იგივეა
8. რას შეისწავლის ენტომოლოგია?
- მწერებს
- ძველ ტექსტებს
- ადამიანის წარმომავლობას
9. ჩამოთვლილთაგან, რომელი ქვეყანა არ ესაზღვრება ბრაზილიას?

- კოლუმბია
- ურუგვაი
- ეკვადორი
10. რომელ ქვეყანას ერქვა ადრე “ახალი ჰოლანდია”?
- ინდონეზიას
- სამხრეთ აფრიკას
- ავსტრალიას
სწორი პასუხები:
- ნორვეგიის
- არქტიკა
- 366
- წყალბადისა და ჟანგბადისაგან
- თეზაურუსში
- პაბლო პიკასო
- ერთი და იგივეა
- მწერებს
- ეკვადორი
- ავსტრალიას