კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარირჩევები„ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს” – თამარ მეტრეველი გვირჩევს, რა...

„ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს” – თამარ მეტრეველი გვირჩევს, რა ასაკში, რომელი თერმომეტრი გამოვიყენოთ

პედიატრმა თამარ მეტრეველმა „ავტორადიოს” ეთერში ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომელ ასაკში, რომელი თერმომეტრი შეიძლება გამოვიყენოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გაგვიტყდა:

„ეს ყველაფერი აქაც ასაკზე არის დამოკიდებული და როდესაც ცდომილებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია იცის, რომ მნიშვნელოვანია, სად ვზომავთ ტემპერატურას და როგორი თერმომეტრით. ელექტრო თერმომეტრით რექტალურად, ანუ სწორ ნაწლავში გაზომილი ტემპერატურა, ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადგილას გაზომილი ტემპერატურა. საერთოდ, რექტალური ტემპერატურა ყველაზე უფრო ახლოს არის სხეულის ტემპერატურასთან, მაგრამ რექტალურად გაზომილი ტემპერატურა მოზრდილ ბავშვებში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რადგან ეს საშინელ დისკომფორტს აყენებს ბავშვს. შესაბამისად, მაქსიმუმ 3 წლამდე ვიყენებთ რექტალურ ტემპერატურას. შემდგომ უკვე, უპირატესობა ენიჭება შუბლის თერმომეტრს, რადგან ასე გაზომილი ტემპერატურა, ახლოს არის რექტალურ ტემპერატურასთან. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, რომ აქსილარულად, ანუ იღლიაში გავზომოთ ტემპერატურა ელექტრო თერმომეტრით.

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ტემპერატურას შუბლის მეშვეობით ვზომავთ და თუ ბავშვი ოფლიანია, მას კარგად უნდა მოვწმინდოთ და გავუმშრალოთ შუბლი, ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ტემპერატურის იღლიაში გაზომვის დროსაც, რადგან სხვა შემთხვევაში ცდომილება გვექნება.

აქტიურად ვიყენებთ პირის ღრუს თერმომეტრებსაც, მაგრამ ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში, ვინაიდან კარგად უნდა მოხდეს პირის ღრუში მათი მოთავსება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვასაც, თუ ბავშვი აქტიურად უბერავს სულს თერმომეტრს, რა თქმა უნდა, მაჩვენებელი არასწორი იქნება და თერმომეტრი უფრო დაბალ ტემპერატურას გვიჩვენებს.

ტემპერატურა შეგვიძლია გავზომოთ ყველა ადგილას, სადაც ზოგადად ის იზომება, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა შემთხვევაში, რა მაჩვენებელი ითვლება ტემპერატურის მატებად, რა ცხელებად და, რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, ტემპერატურის გაზომვის სწორი ტექნიკა.

ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხვა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვერცხლისწყლის თვალსაზრისით, იმდენად მინიმალური რაოდენობაა. მოწამვლა რომ მოხდეს, ვერცხლისწყალი ხანგრძლივად უნდა დარჩეს ზედაპირზე და აორთქლება უნდა დაიწყოს. შესაბამისად, როდესაც თერმომეტრი გატყდება, ის უნდა მოიხვეტოს და შემდეგ ზედაპირები სველი წესით უნდა დამუშავდეს. არაფერი საშიში ამას თან არ ახლავს“, – განაცხადა თამარ მეტრეველმა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
კომფორტის საიდუმლო — 5 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

კომფორტის საიდუმლო — 5 აქტუალური სკანდინავიური ტენდენცია

იანვარი 26, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი