თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაშო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.
როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, სკოლაში, ერთ-ერთმა მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა – ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია.
უწყების ცნობით, მოსწავლეების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია და მიმდინარეობს სასწავლო პროცესის აღდგენა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე მოსწავლე, შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები