პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ილონ მასკი აცხადებს, რომ Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს.

„ეს მოწყობილობა მხედველობის უნარს დაუბრუნებს მათაც კი, ვინც ორივე თვალი და მხედველობის ნერვებიც დაკარგა. იმ შემთხვევაში თუ მხედველობის ქერქი არ არის დაზიანებული, მოწყობილობა მხედველობის უნარს უსინათლოდ დაბადებულებსაც შესძენს“, – აცხადებს მასკი.

ბიზნესმენის თქმით, თავიდან Blindsight-ი გამოსახულებას დაბალი რეზოლუციით გადასცემს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება ბუნებრივ მხედველობასაც აჯობოს და მისი მომხმარებელი სამყაროს ინფრაწითელ და ულტრაიისფერ სპექტრშიც დაინახავენ.

Blindsight-მა უკვე მიიღო „გამრღვევი მოწყობილობის“ სტატუსი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (FDA), რაც მისი გამოყენების დაწყებას დააჩქარებს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე "კოლუმბიის უნივერსიტეტში” სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას - როგორ აიხდინა ბავშვობის ოცნება და რა გზა გაიარა აქამდე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი