ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა...

„მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა“ – რაზე წერს თამარ ივერი

ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე წერს.

მან მაგალითად ერთ-ერთი ვიდეო რგოლი მოიყვანა, რომელშიც მოხუცი მამა მის სიკვდილს მოიგონებს, იმისთვის, რომ შობის დღესასწაულზე შვილები საკუთარ სახლში დააბრუნოს.

„ეს ყველაფერი მართლაც დღევანდელობის გლობალური ტრაგედიაა, რომ შვილებს მათი მოხუცი მშობლებისთვის აღარ სცალიათ.

პირადად მე, მივატოვე ევროპაში უზრუნველი ცხოვრება, რომ სიცოცხლის ბოლო 12 წელი დედის გვერდზე მეცხოვრა და ის ვიღაც მომვლელების ამარა არ დამეტოვებინა. ეს ჩემი მხრიდან დიდ სიყვარულთან ერთად, იმ უდიდესი ამაგის დაფასებაც იყო, რაც დედამ ჩემთვის გასწია.

მოეფერეთ მშობლებს!“, – წერს თამარ ივერი ფეისბუქში.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ებრაელი ექიმი, რომელმაც ქართველი ბავშვები გადაარჩინა და თავისი კოლეგები „უკურნებელი ვირუსით დააავადა“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი