შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაპროფესიული განვითარების შესაძლებლობები თსუ-ს სტუდენტებისთვის

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თსუ-ს სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.

„მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. უნივერსიტეტში ხორციელდება ამ მიმართულების   არა მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებითაც ვამზადებთ კადრებს. ყველა ეს პროგრამა ემსახურება სკოლამდელი აღზრდის სისტემის განვითარებას, ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას. შესაბამისად, მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ,“-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“  სტუდენტთა  და   პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული – მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგის კუთხით.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ: „ეს იქნება შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. ჩვენს ბაღებში  გაიარონ სტაჟირებისა და გადამზადების კურსები, ასევე შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ დასაქმდნენ ბაგა-ბაღების სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. ჩვენი საბავშვო ბაღებისთვის კი ეს არის შესაძლებლობა, რომ  როგორც სააღმზრდელო პროცესში ჩართული, ასევე, ტექნიკური მიმართულებით მომუშავე პერსონალი გადამზადდეს სხვადასხვა ტრენინგ-კურსის ფარგლებში, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად შევთავაზებთ მათ. ეს ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესებას “

ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და  კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული  უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას.

ბავშვთა სკოლამდელ ასაკამდე სწორად განვითარებასა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პრაქტიკის განსახორციელებელი ადგილები, ამ შემთხვევაში ბაგა-ბაღები.  ვფიქრობ, ბაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამოცდილების გამოყენება ადრეულ განათლებაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში, პედაგოგების მომზადებაში, გადამზადებაში. სწორედ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის  განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ ბავშვი მომზადებული მივიდეს სკოლაში; სკოლამდე უნდა მოხდეს მისი ემოციური რეგულაციის, ენისა და მეტყველების, ქცევის თვითმართვის და თვითრეგულაციის განვითარება, რაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე სკოლაში. იმედი მაქვს, რომ  თანამშრომლობის შედეგად ბევრ კარგ სიახლეს დავნერგავთ.“

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სკოლამდელი აღზრდის  პროფესიული პროგრამის სტუდენტებსა და მასწავლებლებს,  მოგვცემს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების  შესაძლებლობას. რაც მთავარია, ჩვენ გვეხსნება სივრცე, რომ სააგენტოს დახმარებით სტუდენტებმა გაიარონ სასწავლო-საწარმოო პრაქტიკები, რომელიც მათი მომავალი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“-განაცხადა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მემორანდუმის ფარგლებში მნიშვნელოვან და საინტერესო ერთობლივ პროექტებს გეგმავენ

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი