შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი სინამდვილეში

რატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი სინამდვილეში

ალბათ ყველას გაგჩენიათ შეკითხვა, თუ რატომ გამოიყურება ღვინის სტანდარტული ბოთლი ლიმონათის ან მინერალური წყლის ბოთლებისგან განსხვავებულად და რატომ აქვს მას შიგნით შეზნექილი ძირი.

არ არის გასაკვირი, რომ ღვინის ბოთლის ძირის შეზნექვა საფრანგეთიდან მოდის. ამას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა.

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ არსებობს რამდენიმე გავრცელებული “თეორია” იმის შესახებ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლის ძირი შიგნით შეზნექილი. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ღვინო უკეთ ჩამოისხას და ხელის წასავლებად შეზნექილი ფორმა რადგან მარტივია, შესაბამისად მარტივია ასევე აქედან ღვინის ჩამოსხმაც.

ზოგს ჰგონია, რომ ეს ერთგვარი ხრიკია, რათა შედარებით მცირე რაოდენობის ღვინო “გაბევრდეს” და მყიდველს ეგონოს, რომ იმაზე მეტი ღვინო შეიძინა, ვიდრე ამას რეალურად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველა მსგავსი “თეორია” მოკლებულია სიმართლის ყოველგვარ ნიშანწყალს და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდებს წარმოადგენს.

ტრანსპორტირების გაადვილება

როგორც ვიცით, მუშკეტერები გვერდიდან არ იშორებდნენ ბურგუნდიულ ღვინოს, ხოლო მოგვიანებით ე.წ. ნაღები საზოგადოება უპირატესობას შამპანურს ანიჭებდა. ყველა ადგილი თავისი ღვინით იყო ცნობილი. ფრანგული ღვინო მთელი ევროპის მასშტაბით იგზავნებოდა, შემდეგ კი, ოკეანის მიღმაც. აქედან გამომდინარე, გაჩნდა აუცილებლობა, რომ მომხმარებლამდე ღვინო უვნებელი ჩაეტანათ.

ტრანსპორტირების საშუალება ძირითად შემთხვევაში იყო ურემი და მსგავსი ტრანსპორტი, ხოლო გზები იმ დროს საშინელი გახლდათ. იმისთვის, რომ ასობით და ათასობით ღვინის ბოთლი უვნებლად მიეტანათ, მათი მჭიდროდ დაფიქსირება იყო საჭირო. ღვინის ბოთლის საცობი ზემოთ მდებარე ბოთლის შეზნექილ ძირში ჯდებოდა და მიზანიც მიღწეული იყო.

ნალექის დაფარვის მიზნით

ღვინის მწარმოებლები მაშინ არ ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ღვინის შექმნის პროცესი ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა, შედეგად კი, ნალექიც ჩნდებოდა. ეს ესთეტიკურ შთაბეჭდილებას აფუჭებდა და ნალექის დალევა, ცხადია, არავის სურდა. შეზნექილი ფსკერი ამ პრობლემას კარგად უმკლავდებოდა. ნალექი ბოთლის ძირის შეზნექილი ადგილის გვერდებში ჩადიოდა და ზედა ნაწილში არ ხვდებოდა.

შამპანურმა რომ არ გაისროლოს

შამპანურის ბოთლის გახსნის მცოდნე ცოტა თუ შეგვხვდება. თითქმის, ყველას „უფეთქდება“ – საცობი სხვაგან მიფრინავს, ხოლო სასმელი ქაფდება და იღვრება. ყველაფერი ეს ნახშირორჟანგის გამო ხდება, რომელიც ბოთლში გროვდება და წნევას ქმნის. აი, აქ კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადია ბოთლი, რასაც ფსკერის შეზნექილობა უზრუნველყოფს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი