შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებარა იყო ბერიას უკანასკნელი სიტყვა დახვრეტის წინ? - საიდუმლოებით მოცული ამბის უცნობი...

რა იყო ბერიას უკანასკნელი სიტყვა დახვრეტის წინ? – საიდუმლოებით მოცული ამბის უცნობი დეტალები

ჭკვიანურმა პოლიტიკურმა თამაშმა ნიკიტა ხრუშჩოვს საშუალება მისცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიასთვის დაესწრო. პოლიტბიუროს წევრებთან ერთად, ხრუშჩოვმა შინაგან საქმეთა ყოვლისშემძლე სახალხო კომისრის დაპატიმრება მოახერხა. მოვლენების განვითარების ოფიციალურ ვერსიაში ნათქვამია, რომ 1953 წლის 26 ივლისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა ღიად დაადანაშაულა ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ ქმედებებში.

ყველაზე დაძაბულ მომენტში ოთახში გ. ჟუკოვის ხელმძღვანელობით გენერლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ბერიას დაპატიმრება შეძლეს, რომელიც ჯერ მოსკოვის სამხედრო ოლქის გარნიზონის ჰაუპტვახტში გაგზავნეს, ერთი დღის შემდეგ კი ცალკე საკანში გადაიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის ბომ­ბსა­ფა­რით იყო აღჭურვილი. ერთდროულად დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებიც, რომლებიც დაკავებული ლიდერის ახლო წრიდან იყვნენ. ბერიას სიკვდილით დასჯა მიესაჯა, რომელიც სისრულეში იმავე წლის 23 დეკემბერს მოიყვანეს.

ამოძიების მსვლელობისას, საზოგადოების თვალში, ლავრენტი ბერია წარმოდგენილი იყო როგორც სისხლიანი ჯალათი, რომელიც ყველა სახის ცოდვაში იყო ბრალდებული. ჟუკოვის მოგონებების თანახმად, ბერიამ თავი ძალიან მშიშარა ადამიანად წარმოაჩინა, რომელიც სასჯელის აღსრულებამდე წყალობას ითხოვდა, ისტერიულად ტიროდა და მუხლებზე ხოხავდა. ეს განცხადება 1994 წელს მაიორმა ხიჟნიაკმა უარყო, რომელიც მაღალჩინოსან პატიმარზე იყო მიმაგრებული. მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ოლქის შტაბის კომენდანტმა განაცხადა, რომ ბერია იყო მშვიდი, ფერმკრთალი და თავშეკავებული.პროცესს ესწრებოდნენ სასამართლოს წევრები: მიხაილოვი, ბატიცკი, შვერნიკი, პროკურორი რუდენკო და მოსკალენკო ადიუტანტთან ერთად, განაჩენი სისრულეში ბატიცკიმ მოიყვანა. ლავრენტი ბერია საჰაერო თავდაცვის სამინისტროს შტაბის ბუნკერში, ქვეყნის გენერალური პროკურორის რუდენკოს თვალწინ დახვრიტეს. ღამე მისი სხეული ერთ-ერთ კრემატორიუმში დაწვეს, ფერფლი კი მდინარე “მოსკვაზე” მოაბნიეს.

შესაძლოა, ოფიციალური სასამართლო პროცესი საერთოდაც არ გამართულა. ამ აზრს ლავრენტი ბერიას ვაჟი სერგო, და სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევაც იზიარებდნენ. დღემდე არ არსებობს სასამართლო პროცესიდან არც ერთი ფოტო. ალტერნატიული ვერსია ვარაუდობს, რომ ბერიას ლიკვიდირება დაკავების დროს მისსავე სახლში მოხდა, და არა კრემლის სათათბირო ოთახში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე. სავარაუდოდ, სტალინის უახლოესმა თანამებრძოლმა სიკვდილამდე მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა. “პირუტყვებო!” (“Скоты!”)

საქმეში დაკავებული სახალხო კომისრის თითის ანაბეჭდებიც კი არ არის. დაკავების მოწმეთა ჩვენებებს ბევრი შეუსაბამობა ახლავს თან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით მრავალი საგამოძიებო და სასამართლო დოკუმენტაცია შედგა. მთლიანობაში, ლავრენტი ბერიას დაკავებისა და ლიკვიაციის მთელი პროცედურა უფრო პოლიტიკურ შეთქმულებას ჰგავდა, ვიდრე დამნაშავის ფორმალურ სასამართლო პროცესს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი