სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებირა სასწაულები გადახდენია თავს მამა მოსეს და როგორ დალოცა ის წმიდა გაბრიელმა

რა სასწაულები გადახდენია თავს მამა მოსეს და როგორ დალოცა ის წმიდა გაბრიელმა

ბერი ანგელოსი 17 წლის ასაკიდან საეკლესიო მსახურებაშია. 7 წლის იყო, როდესაც საეკლესიო ცხოვრებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა და ამ გზას დაადგა, სულ ცოტა ხნის წინ კი მისი 85 წლის პაპაც სასულიერო ცხოვრებას შეუდგა, რაც განსაკუთრებული შემთხვევაა.

ბერი ანგელოსი (საერო ცხოვრებაში გიორგი კოკოლიშვილი): 17 წლიდან მოყოლებული, ქარელის რაიონში, ძამას ხეობაში ვმსახურობ. ახლა 20 წლის გახლავართ.

კახეთიდან ვარ, გურჯაანის რაიონის, სოფელ კარდენახიდან. 7 წლის ვიყავი, სტიქარი რომ ჩავიცვი. 15 წლის ასაკში კი ჩვენი პატრიარქის სიყვარულმა თბილისში ჩამომიყვანა. სრულიად მარტო გამოვიპარე დედაქალაქში და სამებაში მივედი, რომ მისი ნახვა შემძლებოდა. უწმინდესთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამის შემდეგ ხშირად დავდიოდი სამებაში ჩვენი პატრიარქის წირვაზე დასასწრებად. ცოტა ხანი მის გვერდითაც ვიყავი სტიქაროსანი. თბილისის მონასტერშიც დავყავი მცირე ხანი და იქიდან ძამის ხეობაში წამოვედი. გარკვეული პერიოდი უცხოეთშიც ვსწავლობდი სასულიერო მიმართულებაზე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი და ასეც მოვიქეცი.

– 7 წლის ასაკში როგორ დაინტერესდით სასულიერო ცხოვრებით?

– ჩემი ოჯახის წევრები მორწმუნეები არ ყოფილან. მხოლოდ პაპას ჰქონდა განსაკუთრებული რწმენა და მან თავის ადამიანობით ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. რაც შეეხება სტიქარის ჩაცმას, ეს ნამდვილ სასწაულს უკავშირდება: ერთ ჩვეულებრივ დღეს, შუადღეს დავიძინე და სიზმარში ვნახე ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ხელი მომკიდა და ეკლესიაში წამიყვანა. ეს იყო და ეს, გამეღვიძა. ერთ საათში პაპა მოვიდა და მისგან გავიგე, რომ იმ დღეს ნინოობა ყოფილა. ავდექი და მშობლებისგან უჩუმრად, გვერდითა სოფელში წმიდა ნინოს ტაძარში გავიპარე, რომლის შესახებაც, ასევე, პაპასგან ვიცოდი. ტაძრის ცენტრში, ანალოღიასთან რომ მივედი, დავინახე, რომ მასზე დაბრძანებულ ხატზე ზუსტად ის გოგო იყო გამოსახული, რომელმაც სიზმარში ხელი ჩამკიდა და ეკლესიაში წამიყვანა – წმიდა ნინო. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვას დავსწრებოდი. თუმცა, ვიცოდი, რომ მშობლები ამას სიხარულით არ შეხვდებოდნენ. ისე მოხდა, რომ იმ დღეს ტაძარში ქუდი დამრჩა და მეორე დღეს იქ უკვე დედის ნებართვით წავედი ქუდის წამოსაღებად, სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა, ლოცვა მომესმინა. სახლში დაბრუნებულმა ხატებს მთელი გულით შევთხოვე, რომ დედას ჩემთვის ტაძარში სიარული არ დაეშალა და მადლობა უფალს, ასეც მოხდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო. იმდენად პატარა ვიყავი, როცა სტიქაროსნობა გადავწყვიტე, რომ ეს სიტყვაც კი არ ვიცოდი სწორად და მამაოს პირველად ჩემი სურვილის შესახებ რომ გავანდე, სტრიქაროსანი მინდა ვიყო-მეთქი, ვუთხარი (იცინის).

– ახლა იქნებ პაპა გაგვაცნოთ, რომელსაც თავს არაერთი სასწაული გადახდენია და რომელიც 85 წლის ასაკში შეუდგა სასულიერო ცხოვრებას.

– პაპა ჩემთვის ბავშვობიდანვე მისაბაძი ადამიანია. პირველ რიგში, ადამიანური თვალსაზრისით, ამის შემდეგ კი თავისი სულიერებით. ის დღეს 85 წლისაა და ასაკის მიუხედავად, საათები დგას ხატთან დაჩოქვით მლოცავი. პაპა ერისკაცობაში ხელოსანი იყო, სახლებს ხურავდა და სადურგლო სამუშაოებს ასრულდება. ბავშვობიდანვე ღრმად მორწმუნე ადამიანია. მისი სიცოცხლე არაერთგზის სასწაულებრივად გადაარჩინა წმიდა გიორგიმ. გასაჭირის დროს მისთვის არაერთხელ შემიჩივლია და მისი სიტყვები – შვილო, ილოცე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოსო, ყოველთვის მახსენებს, რამხელა ძალა აქვს ლოცვას.

პაპა ყოველთვის ეკლესიურად ცხოვრობდა, თუმცა, სასულიერო ცხოვრება გვიან დაიწყო. კომუნისტების დროს, როდესაც ქრისტიანულ სარწმუნოებას დევნიდნენ, ჩვენი სოფლის ეკლესიაში, რომელიც უპატრონოდ იყო დაგდებული და ძროხების სადგომად გაიხადეს, პაპა, თურმე, ღამე ადიოდა, ალაგებდი და მთელი ღამე ლოცულობდა. მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურში იყო, თუმცა სასულიერო ცხოვრებას 85 წლის ასაკში შეუდგა. გავიკითხე და გავიგე, რომ კახეთის მასშტაბით არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ასაკის ადამიანი გამხდარიყო სასულიერო პირი და ანგელოზებრივი სქემა მიეღო.

სქემ-ბერ მონაზონი მოსე კოკოლიშვილი (ერში ომარ): 83 წლამდე ჩემი ხელობით ვმუშაობდი, სახლებს ვხურავდი. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ, სახურავზე ვიყავი და „ჟოლობს“ ვცვლიდი ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის. ალბათ, ასაკის გამო წნევამ ამიწია და გადმოვვარდი. საბედნიეროდ, მოვასწარი ჟოლობისთვის ხელი მომეკიდებინა, მაგრამ ისიც არ იყო კარგად დამაგრებული და ძვრებოდა. დაბლა ორი სართული იყო, ქვემოთ კი ცემენტი ესხა. მასზე რომ დავვარდნილიყავი, ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. ზუსტად ამ დროს სასწაული მოხდა ჩემს თავს. თითქოს ვიღაცამ ფეხქვეშ უხილავი კიბე დამიდგა, პირდაპირი მნიშვნელობით, არარსებულ საფეხურს ფეხი დავაბიჯე და ისევ სახურავზე ავედი. მადლიერმა პირჯვარი გადავისახე და ზეცისკენ რომ გავიხედე, წმიდა გიორგის სილუეტი დავინახე. მწამს, რომ მე მისმა ძალამ გადამარჩინა.

მე დედისერთა გახლავართ. როდესაც დედა გარდამეცვალა, ღმერთს შევჩივლე, მამა თვალით არ მინახავს (მე ერთი წლის ვიყავი, როდესაც მამა ომში წაიყვანეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა), ახლა კი დედაც წამართვი, რა იქნებოდა ან და მყოლოდა ან ძმა, მარტო რატომ დამტოვე-მეთქი?! დედა ჯერ ისე სახლში მესვენა. ამ ფიქრებში, უცებ ოთახი განათდა, ჩემს თვალწინ წმიდა გიორგის გამოსახულება გაჩნდა და მეუბნება, უფალმა გამომგზავნა შენთან, მე შენი ძმობა უნდა ვიკისროო. უფალი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენს ფიქრებს კითხულობს, უკვალოდ არაფერი ქრება. ალბათ, მთელი გულით ვთხოვე და წმიდა გიორგის სახით ხილული სასწაული გამომიგზავნა. მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა, წმიდა გიორგის შემწეობას ვგრძნობ.

– თქვენს თავს კიდევ არაერთი სასწაული მომხდარა.

– ნამდვილად. დაახლოებით, 5 წლის ასაკამდე ფეხზე სიარული არ შემეძლო. ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვერ დავდიოდი. მაშინ ეკლესიაში არსებობდა რიტუალი, რომელსაც „შეთქმას“ ეძახდნენ. უფალთან სხვადასხვა სათხოვრით მისული ადამიანები მას სანაცვლოდ ცხოველს ან ფრინველს შეუთქვამდნენ ხოლმე. რადგან მე ამ მდგომარეობაში ვიყავი, დედამ უფალს ჩემი ფეხზე წამოდგომა შესთხოვა და ეკლესიას ძროხა შეუთქვა. შეთქმული ძროხა რომ დაკლეს, მისი შარდის ბუშტი ბურთივით გაბერეს და მე მისთვის წიხლი ამომარტყმევინეს. ეს გავაკეთე თუ არა, მიწაზე დავვარდი, ვეღარც კი ვტოკდებოდი. მაშინ, მეზობელ სოფელ ანაგაში მთავარანგელოზ მონატანჯულთა ეკლესია იყო. იქ ერთი ქალი ცხოვრობდა, ღვთითკურთხეული, ღრმად მორწმუნე ადამიანი და დედამ მასთან წამიყვანა. ამ ქალბატონმა თეთრები ჩამაცვა და ეკლესიაში დამასვენა. ორი კვირა გავატარე იქ და მთელი ეს დრო ლოცვებს მიკითხავდა. ორი კვირის თავზე მე იმ ეკლესიიდან საკუთარი ფეხით წამოვედი და შვიდი კილომეტრი შეუსვენებლად გავიარე. მთავარანგელოზის ძალამ განმკურნა და მას შემდეგ მსგავსი პრობლემა აღარ შემქმნია.

– როგორც ვიცი, პატრიარქსა და მამა გაბრიელს პირადად შეხვედრიხართ…

– დიახ, ასეა. პატრიარქს განსაკუთრებულად უყვარს კახეთი. გასულ საუკუნეში, მან ტაძარს, რომელშიც მე ბავშვობაში განვიკურნე, ძალიან ძვირფასი ხატი შესწირა. მეუფე ათანასე იყო მაშინ ამ ტაძრის წინამძღოლი და უფლის წყალობით, მან პატრიარქთან შესახვედრად წამიყვანა. ჩვენს ოჯახში პატრიარქის სახსოვარად დღემდე ინახება მისი ნაჩუქარი ძველისძველი სახარება, რომელიც მაშინ გადმომცა.

რაც შეეხება მამა გაბრიელთან შეხვედრას, 21 წლის ვიყავი, ჩემი ხელობით რომ დავიწყე მუშაობა. ერთხელაც, ბოდბეში, წმიდა ნინოს მონასტრის გზის პირზე ვმუშაობდით. ამ დროს გზაზე რამდენიმე ადამიანმა ჩაიარა, მათ შორის მამა გაბრიელი დავინახე. ის გაჩერდა და ხმის ამოუღებლად პირჯვარი გადაგვწერა. უკან გზაზე რომ გამოიარა, ჩვენ უკვე ვისხედით და ვჭამდით. მამა გაბრიელი მოვიდა, გვიქადაგა და რატომღაც ჩემ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. რომ მიდიოდა მითხრა, შენი ოჯახი უკუნისამდე დალოცვილი იყოსო, ეს სიტყვები ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

– ბავშვობიდან ასეთი მორწმუნე ასე გვიან რატომ აღიკვეცეთ ბერად?

– ოჯახი მაქვს, სამი შვილი მყავს. აქამდე ერში ვსაქმიანობდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ხელობით ბევრი სიკეთის გაკეთება შემეძლო. როდესაც ჩემი შვილიშვილი მონასტერში წავიდა, შემომთავაზა, მეც სასულიერო გზას დავდგომოდი, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი. მაშინ არ ვიყავი მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ეს აზრი ჩემში მწიფდებოდა და რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე, თუ ღირსად ჩამთვლიდნენ, ცხოვრება ღმერთის სამსახურში გამეგრძელებინა. ვიგრძენი, რომ ამისთვის უკვე მზად ვიყავი. მეუფე იობმა გასცა ლოცვა-კურთხევა, ჩემი ასაკის გამო გამონაკლისი დაუშვა და მეორე დღესვე, ანუ გასული წლის სექტემბერში, 85 წლის ასაკში, ყინწვისის მონასტერში აღვიკვეცე ბერად და დღეს აქ ვმსახურობ. ამ წყალობისთვის უფლის მადლიერი ვარ. მინდა, დიდი სიყვარულით დავლოცო ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და მთელ საქართველოს უფლის რწმენითა და სიყვარულით ცხოვრება ვუსურვო.

ჟურნალი „თბილისელები“

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი