შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიროგორ დაამარცხა ანა სულაბერიძემ სიმსივნე და რა სირთულეებთან მოუხდა მას გამკლავება

როგორ დაამარცხა ანა სულაბერიძემ სიმსივნე და რა სირთულეებთან მოუხდა მას გამკლავება

ანა სულაბერიძემ 23 წლის ასაკში სიმსივნე დაამარცხა. ანა პროფესიით მოდელია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ოჯახთან ერთად, პროფესიული წარმატებების ფონზე, ბედნიერად ცხოვრობდა და როგორც ამბობს, მსგავს დიაგნოზზე არასდროს უფიქრია, თუმცა მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩენილმა, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ბრძოლაში გაემარჯვა და შეძლო კიდეც.

ანა სულაბერიძე: თავიდან უბრალო გაციების გამო მივედი ექიმთან, მალე კი იღლიაში კვანძი შევნიშნე. ოპერაცია გახდა საჭირო, კვანძი ამომიღეს, დათესეს და დიაგნოზიც დაისვა – მესამე სტადიის ჰოჯკინის ლიმფომა.

პირველად რომ გავიგე ჩემი დიაგნოზი, საერთოდ ვერ აღვიქვი, არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. მანამდე მოსმენილიც კი არ მქონდა. ბუნებრივია, რომ ექიმსაც უამრავი კითხვა დავუსვი და ინფორმაციის მოძიებაც დავიწყე. ასე გავიგე, რომ ეს სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა იყო, ჩვენს ენაზე კი – კიბო.

სიმართლე გითხრათ, იმწუთას ვერ გავაცნობიერე, რამხელა სირთულის წინაშე აღმოვჩნდი. თურმე, წინ ძალიან რთული გზა მელოდა, რთული მკურნალობის პროცესი. ვისაც ეს გამოუცდია, ის ჩემსას კარგად გაიგებს. შორიდან ყველაფერი მარტივი ჩანს, მით უმეტეს, თუ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი თავად ცდილობს, რომ სხვამ არ იგრძნოს მისი ცუდად ყოფნა, მაგრამ მართლა ძალიან რთული გზა გამოვიარე.

რეალურად, ამ დროს ადამიანი შინაგანადაც ძალიან ცუდადაა და ფიზიკურადაც. ის, რასაც ქიმიოთერაპიების შემდეგ განიცდი, კიდევ ცალკე ამბავია.

– მკურნალობის პროცესი როგორ გახსენდება?

– გაგონილი მქონდა, რა რთული იყო ქიმიოთერაპიები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ როცა ამას საკუთარ თავზე გრძნობ და ისიც იცი, რომ წინ კიდევ ბევრი ქიმია გაქვს გასაკეთებელი, ძალიან რთულია. ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი, ცუდად ყოფნას არ დავნებებოდი. სამწუხაროდ, იმ შეგრძნებებს არაფერი შველის, სანამ რამდენიმე დღე არ გავა და თავისით არ გადაივლის. ქიმიოთერაპია ორგანიზმში, ცუდთან ერთად, ჯანსაღსაც ანადგურებს და ეს საშინელ შეგრძნებებს იწვევს. ღებინება, თავის, სახსრების, ძვლების ტკივილი. თითქოს, ვიღაც დანას გირჭობს მუცელში, მთელი მუცელი გეწვის, ენით აღუწერელი შეგრძნებაა. ჯამში 12 გადასხმა გავიკეთე. ეს ქიმიოთერაპიის 6 კურსია.

– როცა თავს ცუდად გრძნობ, რთულია კარგზე იფიქრო. რა გაძლევდა ძალას, მოტივაციას?

– დიახ, ქიმიოთერაპიების შემდეგ ისეთი შეგრძნებები გაქვს, რომ რთულია, კარგზე იფიქრო. თუმცა, როცა ჩემს შვილებს ვუყურებდი, დედაჩემის თვალებს ვხედავდი, ჩემი მეუღლის გამხნევებას ვისმენდი, ჩემი მეგობრების თანადგომა არ მაკლდა და ამ ყველაფრის შედეგად, ძალით ვივსებოდი. ალბათ, ამ ადამიანების გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

– შეგცვალათ ამ სირთულეებმა?

– რა თქმა უნდა, ახლა საერთოდ სხვა ადამიანი ვარ. ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ვერასდროს ვეღარაფერი შემაშინებს. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი თავი ყველაზე ძლიერი, ყოვლისშემძლეც კი მგონია. მანამდე სულ სხვა თვალით ვუყურებდი ცხოვრებას. სულ სხვანაირად ვფიქრობდი. ერთი უბრალო გოგონა მეგონა ჩემი თავი, საკმაოდ სუსტი, თურმე, ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.

– როდის წავიდა პროცესი უკეთესობისკენ?

– ექვსი ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიკეთე განმეორებითი კვლევა. ჩემი კვანძები თითქმის აღარ აღინიშნებოდა.

– როგორ გახსენდებათ ის მომენტი, როცა გითხრეს, რომ სიმსივნე დაამარცხეთ?

– არ ვიცი, რა ვიგრძენი მაგ დროს. ტირილი დავიწყე, ჩემთვის დრო გაჩერდა. 21 აგვისტო იყო, მე ამ დღეს ხელმეორედ დავიბადე. ექიმი რომ გეუბნება, სრულიად ჯანმრთელი ხარ, ერთი კვანძიც კი არ აღინიშნება შენს ორგანიზმში, ყველაფერი კარგადააო, ეს საოცრებაა. თავი სიზმარში მეგონა. არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად დასრულდა.

როგორც გითხარით, თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთი წამითაც არ მიფიქრია, ვაიმე, რაღაც საშინელება დამემართება-მეთქი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ქიმიების შემდეგ კარგ პასუხებს მივიღებდი.

– თქვენმა ოჯახმა როგორ გამოიარა ეს სირთულე?

– სიმართლე გითხრათ, მე მაშინ არავინ არაფერს მაგრძნობინებდა. როგორც ვთქვი, მხოლოდ პოზიტივით მავსებდნენ. ახლა და ახლა ვხვდები, რა ცუდად იყო ყველა ჩემ ირგვლივ. ახლა ვკითხულობ დედაჩემის თვალებში მაშინდელ ტკივილს. ვიცი, რომ ჩუმად ტიროდა, ჩემი მეუღლეც მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩემი შვილები იმდენად პატარები არიან, 6 და 3 წლის, რომ საბედნიეროდ, არ გაუგიათ, რა ხდებოდა. ცვლილებებს ხედავდნენ, მაგრამ ამის მიზეზი არ იცოდნენ. მაგალითად, პირველად რომ თმა გადავიპარსე, მეკითხებოდნენ, რატომო? თუმცა, მერე მეუბნებოდნენ, ასეთიც ლამაზი ხარო. ამაზე ვნერვიულობდი, მაგრამ შვილები თბილ სიტყვებს რომ მეუბნებოდნენ, ჩემზე ბედნიერი მართლა არავინ იყო.

სიმართლე გითხრათ, თმის დაკარგვა ჩემთვის ყველაზე დიდი სტრესი იყო. მაშინ დავეცი პირველად ფსიქოლოგიურად. თმა ჩემს მეუღლეს მე თვითონ გადავაპარსინე, იმიტომ, რომ სამი ქიმიოთერაპიის შემდეგ უკვე საშინლად მცვიოდა. ამიტომ ასე ვამჯობინე. პირველად მაგ დროს გავხდი ცუდად. გამიჭირდა საზოგადოებაში გასვლა. ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს, რას მეტყოდნენ ან იტყოდნენ ჩემზე. ეს დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ზოგიერთი ძალიან ცუდ სიტყვებს მიწერდა კომენტარებში სოციალურ ქსელში, გაუზრებლად, არც იცოდნენ ჩემი დიაგნოზის შესახებ, მაგრამ მსგავსი მომენტებიც გადავლახე.

– რა ხდებოდა პროფესიული თვალსაზრისით?

– ჩემი საქმიანობისთვის თავი არ დამინებებია. როცა კარგად ვგრძნობდი თავს და ქიმია ახალი გაკეთებული არ მქონდა, ვცდილობდი, გადაღებებზე გავსულიყავი. ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ჩემს საქმეს. მქონდა ფოტოსესიები, სამსახურშიც აქტიურად დავდიოდი. ამას ხელი არ შეუშლია. ახლა ჩემი თმის სტილის გამო, კიდევ უფრო მეტი შემოთავაზება და შესაბამისად ბევრი გადაღება მაქვს. ახლო მომავალში საზღვარგარეთაც ვგეგმავ წასვლას. ვცდილობ, უარი არცერთ შესაძლებლობაზე არ ვთქვა, პირიქით, მინდა, ძალიან აქტიური ვიყო ჩემს საქმეში.

ყველას, ვინც მსგავსი პრობლემის წინაშეა, ვეტყოდი, რომ ხელი არავითარ შემთხვევაში არ ჩაიქნიონ, იბრძოლონ და ეს ბრძოლა აუცილებლად კარგ შედეგს გამოიღებს. ცუდზე არც კი იფიქრონ და ყველაფერი კარგად იქნება.

თბილისელები

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი