შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„როდესაც რაიმე პრობლემას წავაწყდები ან მიხარია, მწყინს, პასუხს ყოველთვის პოეზიაში ვპოულობ. ეს...

„როდესაც რაიმე პრობლემას წავაწყდები ან მიხარია, მწყინს, პასუხს ყოველთვის პოეზიაში ვპოულობ. ეს ძალიან კარგი თერაპიაა“ – შალვა კამლაძე

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შალვა კამლაძესთან, რომლის საქმიანობის მთავარი მოტივაცია საზოგადოებაში ქართული დამწერლობისა და ლიტერატურის პოპულარიზაციაა… ქართული სამსახოვანი დამწერლობის კალიგრაფია, პროექტი “ლექსი კედელზე”, პოეზია და ლიტერატურის სიყვარული – გაეცანით ინტერვიუს…

– შალვა, უკვე დიდი ხანია, ქართული დამწერლობის პოპულარიზაციაზე ზრუნავთ… გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ იდეა, რამ განაპირობა და რა ღონისძიებებს მოიცავს თქვენი საქმიანობა?

-გამარჯობა, თათია, ამ ყველაფერს იდეას ვერ დავარქმევდი. ვფიქრობ, ეს ჩემში ოდითგანვე იყო, დაწყებითი კლასებიდან. იმ დროიდან, როდესაც გამორჩეული პედაგოგები შემხვდნენ დაწყებით კლასებში. ესენი იყვნენ: ციური გიგინეიშვილი, იზა ხიზანიშვილი და, რა თქმა უნდა,  სწავლის მეორე და მესამე საფეხურზეც გამოვყოფდი ჩემს მასწავლებლებს: მანონი ხურციძეს, ლელა შიშინაშვილს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით, რომ მე ქართული ენისა და ლიტერატურისადმი გამიჩნდა განსაკუთრებული დამოკიდებულება.

რაც შეეხება კონკრეტულად ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას, ეს ჩვენს ეპოქაში ნამდვილად საჭირო და დროულიც კი არის. თქვენც დამეთანხმებით, რომ ყველაფერს, რითაც ჩვენ ვამაყობთ, სჭირდება მოვლა-პატრონობა და განვითარება. სწორედ განვითარების ახალ-ახალი ეტაპები სჭირდება ჩვენს ენასა და დამწერლობას, მითუმეტეს, გლობალიზაციის ამ ძალიან დიდ ეპოქაში.

– საინტერესოა, რამდენად ბევრი კალიგრაფი ჰყავს ჩვენს ქვეყანას? ტენდენცია როგორია  ინტერესდებიან ახალგაზრდები ამ მიმართულებით?

– რაც შეეხება კალიგრაფიების რაოდენობას ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, უკვე საკმაოდ ტენდენციურია ლამაზად წერა. დიდია ქართველი კალეგრაფიის ჯგუფი, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი თავიანთ სიტყვას ამბობენ არამარტო, როგორც ფურცელზე წერით, არამედ ამ კატეგორიით სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც ნამდვილად აღფრთოვანებულს ტოვებენ უცხოელ დამთვალიერებლებს… როდესაც გამოფენა ეწყობა, პრეისტორიაში გაცხადებულია, რომ ჩვენ სამი სახის დამწერლობა გვაქვს და ამ სამი სახის დამწერლობით იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული სტატუსიც გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს იდენტობას-რანი ვართ, საიდან მოვდივართ და სად გვინდა, ხვალ რომ ვიყოთ… ახალგაზრდებში არის ეს ტენდენცია – რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს საკუთარი თავი და შემდეგ პროფესიადაც კი ირჩევენ…

– წეღან ახსენეთ ტექნოლოგიები, გლობალიზაცია… ციფრულ სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ხდება უკვე თითქმის ყველა თაობა, ალბათ, უფროდაუფრო იშვიათად ინტერესდებიან განსაკუთრებით ახალგაზრდები კალიგრაფიით… რას ფიქრობთ, როგორ უნდა გავუღვივოთ მათ ამ მხრივ მოტივაცია?

– დიახ, ტექნოლოგიების ეპოქაში  ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია… როგორც ენის დამწერლობის პოპულარიზაციისთვის, ასევე კომერციალიზაციის კუთხით დამწერლობა იძენს თავის ნიშანს. მაგალითად, ბრენდირებაში ხშირად გამოიყენებენ ექსკლუზიური ნიშნის შესაქმნელად – ისინი იყენებენ სხვადასხვა კალიგრაფიულ ნიმუშს და რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალგაზრდა, შუა ხნის ადამიანი თუ ძველი თაობის წარმომადგენელი, მათთვის კომერციულადაც საკმაოდ მომგებიანი მხარეა. დიახ, ახალგაზრდების დაინტერესება ნამდვილად არის და ამას  ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული კალიგრაფიის კონკურსები, სადაც ხდება ახალ ადამიანებთან შეხვედრა, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან. პირველი მოტივაციის გაჩენის შემდეგ, კალიგრაფიულ ნამუშევრებს აფასებს ხოლმე კომპეტენტური ჟიური. ახალგაზრდებს კი უმაღლდებათ თვითცნობიერება და თვითონაც ინტერესდებიან, რომ საკუთარი კვალიფიკაცია გაზარდონ. წაიკითხეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი