სამშაბათი, აპრილი 22, 2025
spot_img
მთავარიგანათლებარომელ სპეციალობაზე სწავლობს ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში

რომელ სპეციალობაზე სწავლობს ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჯამში 121 514 სტუდენტია (ბაკალავრი) რეგისტრირებული. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი მათგანი – 57 874 სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს.

უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – 57 874 სტუდენტი, რომელთაგან ყველაზე მეტი – 25 699 სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სპეციალობაზე სწავლობს, ხოლო 15 498 სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებებს ეუფლება, ხოლო 14 378 – სამართალს.
  • მეცნიერების ფაკულტეტი – 22 133 სტუდენტი სწავლობს, მათგან ყველაზე მეტი – 10 125 კომპიუტერული საქმის სპეციალობას ეუფლება.
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 14 263 სტუდენტი
  • საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – 9 213. აქედან 4 028 ინჟინერიასა და საინჟინრო საქმეზე სწავლობს, ხოლო 4 200 არქიტექტურასა და მშენებლობაზე.
  • ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე 5 663 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან დიდი ნაწილი – 5 443 ჯანდაცვის სპეციალობაზეა.
ცნობისათვის, გასულ 2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 110 037 სტუდენტი სწავლობდა.
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  რა მოხდება თუ ყალბ ფულს გამოიყენებ - როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი