შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასაყურადღებო ინფორმაცია! ამ წამლის არასწორი დოზით გამოყენება სახიფათოა

საყურადღებო ინფორმაცია! ამ წამლის არასწორი დოზით გამოყენება სახიფათოა

გამოუვალ მდგომარეობაში, მეტი არაფერი რომ გვიჭირავს ხელში და ადამიანს საყლაპავი მილი ეკეტება, კი, უნდა ჩაასხათ, მაგრამ წვივზე ყვავილი გაედო და ოდნავ შეუწითლდაზე, არაა აუცილებელი დექსათი ვბომბოთ.

ყველა წამალი შხამია, როცა არასწორი დოზით გამოვიყენებთ, – წერს სალომე კვარაცხელია.

“სულ მინდოდა ამ ძალიან რაკა-რუკით გამოყენებად წამალზე დამეწერა, რომელიც, რატომღაც, ისეთი სიხშირით და ისე მარტივად გამოიყენება, გეგონება, ისეთი არაფერიაო. არადა, ძალიანაც ფერი…

განსაკუთრებით, ხშირად, დანიშნულების გარეშე და ზედმეტი რაოდენობით გამოყენებისას.

განსაკუთრებით, პედიატრიულ და გერიატრიულ პოპულაციაში.

განსაკუთრებით, უკვე არსებული სხვადასხვა დაავადებების ფონზე.

დექსამეთაზონი არის კორტიკოსტეროიდი, უფრო ზუსტად გლუკოკორტიკოსტეროიდი.

კორტიკოსტეროიდი ანუ თირკმელზედა ჯირკვალის ქერქში დასინთეზირებული ჰორმონის ხელოვნურად დამზადებული ანალოგი. (cortico-steroid = cortex-ქერქი).

გლუკო-კორტიკოსტეროიდი ანუ უჯრედებში სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებზე პასუხისმგებელი ჰორმონის ანალოგი.

ჩვენი ორგანიზმი დექსამეთაზონის ანალოგ ჰორმონს – კორტიზოლს – ბუნებრივად ისედაც გამოიმუშავებს ხოლმე.

კორტიზოლი სტრესის დროს გამოთავისუფლებული ჰორმონია. სტრესის დროს რომ გამოთავისუფლდება, ე.ი. ლოგიკურად, იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმი მოვიდეს მებრძოლ მდგომარეობაში და გაუმკლავდეს არაბუნებრივ მდგომარეობას.

სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: დაავადება, ჭრილობა, ტრავმა, ალერგიული რეაქცია, გარემოში მაღალი ტემპერატურა, უეცრად ცივ წყალში ჩახტომა, გადამეტებული სიხარული და ა.შ. ანუ ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ბედნიერებისას სულ კარგად ვართ, მაგრამ ორგანიზმისთვის, თუ ის ნორმალური მდგომარეობიდან გადახრაა, ხშირად სტრესად ითარგმნება ხოლმე.

დექსამეთაზონის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორები ძალიან ბევრ უჯრედს აქვს ჩვენს ორგანიზმში და შესაბამისად, ბევრი ორგანული სისტემა იკავშირებს მას და შემდეგ რეაგირებს კიდევაც.

რა თერაპიული ეფექტისთვის გამოიყენება ხოლმე ე ქ ი მ ე ბ ი ს ყურადღების ქვეშ:
ყველაზე ხშირად ანთების საწინააღმდეგოდ – რადგან მას შეუძლია, ანთებაზე მორეაგირე უჯრედების ექსპოზიცია დაბლოკოს და შესაბამისად, შეანელოს პროცესი კონკრეტულ ადგილას და ორგანიზმს უფრო სწრაფი რეგენერაციის საშუალება მისცეს.

ასევე გამოიყენება ართრიტების, ასთმის, ლიმფომების, თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქციების, მრავლობითი სკლეროზის დროს და ა.შ.

რატომ არის საფრთხილო პრეპარატი, როდესაც ექიმის დანიშნულების, დოზირების გარეშე გამოიყენება?
რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, უმეტესობა უჯრედები იკავშირებენ და შემდეგ რეაქციაც აქვთ ამ პრეპარატზე.ცხადია, სხვადასხვანაირი და თავიანთი ფუნქციების შესაბამისად.მაგალითად, უაზროდ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:

ჰიპერგლიკემია – შესაბამისად, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სახიფათოა;

გლაუკომა – ვისაც თვალშიდა წნევა მაღალი აქვს და ეს არ იცის, ჯერ პერიფერიული მხედველობა შეეზღუდება, მერე შეიძლება უფრო მძიმე დაზიანებებიც გამოიწვიოს;
ოსტეოპოროზი – ძვლების გამოფიტვა და მოტეხილობების რისკი, განსაკუთრებით მოხუცებში.
ასევე ბავშვებშიც საყურადღებოა, ძვლის ზრდასთან მიმართებით, რადგან გლუკოკორტიკოსტეროიდები ურთიერთქმედებენ ზრდის ჰორმონთან და ხელისშემშლელ ფაქტორად მუშაობენ.
გავლენას ახდენს ხასიათზე, ძილზე, შფოთვებზე – აუარესებს ყველა მათგანს.
ზრდის მადას.
ხელს უწყობს კალიუმის ორგანიზმიდან გამოდევნას და შედეგად არითმიებს აპროვოცირებს.
რადგანაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამას ხომ შესაბამისი უჯრედების დაბლოკვით აკეთებს, ეს პარალელურად იწვევს იმუნოსუპრესიას ანუ იმუნიტეტის დაქვეითებას და ამ დროს ადამიანები მოწყვლადები ხდებიან სხვა ინფექციებისადმი.
ტუბერკულოზი ვისაც გადაუტანია, ფაქტობრივად პირდაპირაა მითითებული, რომ არ შეიძლება დექსამეთაზონის 2 კვირაზე მეტხანს გამოყენება და თან აუცილებლად დოზის კონტროლით და ეგეც უკიდურეს შემთხვევაში.
ასევე ვინც წწყ ვაქცინა უნდა გაიკეთოს, პარალელურად არ უნდა მიიღოს დექსა.
ვინს სისხლის გამათხელებლებს იღებს, მაგალითად ასევე ძალიან პოპულარულ ასპირინს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
კუჭის წყლული ვისაც აქვს, ძალიან საფრთხილოა.
სოკოვანი დაავადებები ვისაც აქვს, მათთვისაც.
ხალხში ყველაზე პოპულარულია, ბავშვებში ცრუ-კრუპის შეტევის დროს და დიდებში, ალერგიული რეაქციისას საყლაპავი მილის შესიება რომ იწყება და ადამიანებს სუნთქვა უჭირთ.

ბავშვებში ცრუ-კრუპის დროს საუკეთესო ვარიანტია, რომ ინჰალატორით მივაწოდოთ, მაგრამ ნუ, პრაქტიკაში, პირდაპირ ხახაში ასხამენ ხოლმე.

დიდებშიც, იგივე ხდება.

სამწუხაროდ, დიდებში, ეგეთი მწვავე ალერგიული რეაქციის დროს დექსამეთაზონი კი არა, ეპინეფრინის (ადრენალინის) ავტოკალამია ხსნაც და ყველაფერიც, მაგრამ ჩვენს ბაზარზე არ არის და სადაც არის, ძალიან ძვირია. ამიტომ, რაც არის იმის გამოყენება უწევთ ადამიანებს.

უბრალოდ, აქ სასურველი იქნებოდა, ენის ძირის მოღიტინებაზე, ეგრევე ყანწებით თუ არ დავლევდით დექსამეთაზონს და ორგანიზმს მთლად შოკურ ჰორმონალურ მდგომარეობაში არ ჩავაგდებდით.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დექსა არის ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატი. ანუ ეფექტი აქვს სწრაფი და ორგანიზმში რჩება დიდხანს, 3 დღემდე. მისი ნახევარი დოზა გამოყოფა ორგანიზმიდან 36 საათში და სრულად 54-72 საათში. შესაბამისად, ყოველ ცისმარე დღეს რომ დექსამეთაზონს ყლურწავს ოდნავ წამოხველებაზეც კი ადამიანი, მის უჯრედებში რა პანიკა ტრიალებს, ხომ წარმოგიდგენიათ? (იმედია, ამ პოსტის შემდეგ მაინც ოდნავ ნათლად წარმოგიდგენიათ…)

ჰოდა, განა იმას ვამბობ, რომ არასოდეს უნდა გამოვიყენოთ.

გამოუვალ მდგომარეობაში, მეტი არაფერი რომ გვიჭირავს ხელში და ადამიანს საყლაპავი მილი ეკეტება, კი, უნდა ჩაასხათ, მაგრამ წვივზე ყვავილი გაედო და ოდნავ შეუწითლდაზე, არაა აუცილებელი დექსათი ვბომბოთ.

ყველა წამალი შხამია, როცა არასწორი დოზით გამოვიყენებთ.

სწორედ ამიტომაა საჭირო ფარმაკოლოგიის ცოდნა და ზოგადი სურათის ანალიზი ხოლმე, რომელიც მეეჭვება, ექიმების და ფარმაცევტების გარდა, ასე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს.

პ.ს. დექსამეთაზონის მიღების სასურველი ხანგრძლივობა, როცა ამას ექიმი ნიშნავს, არის 2 კვირა. კი, არის გამოუვალი გამონაკლისებიც, მაგრამ ზოგადი წესი ესაა. და კიდევ, ნებისმიერი ჰორმონის წესი ამაზეც ვრცელდება – ერთბაშად არასოდეს წყდება მიღება.” – წერს სალომე კვარაცხელია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი