სამშაბათი, მაისი 20, 2025
spot_img
მთავარიგანათლებასუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღია აღმოჩენილი, არ დასტურდება და ყალბია.

როგორც „იმედინიუსს“ სუს-ში განუცხადეს, „ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

ამასთან, უწყების განმარტებით, ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში ჩატარდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე "კოლუმბიის უნივერსიტეტში” სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას - როგორ აიხდინა ბავშვობის ოცნება და რა გზა გაიარა აქამდე
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი