თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლის გადასახადს დაუფინანსებს. ამის შესახებ, 2024 წლის სოციალურ პროგრამათა ჩამონათვალში ვკითხულობთ.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს.
მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
- მხატვრული კითხვა – 25 ლარი;
- საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 30 ლარი;
- გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – 40 ლარი;
- ქორეოგრაფიული სტუდია – 50 ლარი.
პროგრამისა და ქალაქ თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ფილიალების შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.
2024 წელს გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ბავშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა, ხელოვნების სკოლებში თითო სახეობის არჩევის უფლებით, სწავლების ღირებულების ანაზღაურებას.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს.
მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლების მისამართები კი ვრცლად შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.
ასევე, თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსებაცაა გათვალისწინებული.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
- ფეხბურთი – 50 ლარი
- ტანვარჯიში – 35 ლარი
- ცურვა – 70 ლარი
- სხვა სახეობები – 30 ლარი
მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით (https://my.tbilisi.gov.ge/#/guest/login), რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.
სპორტული სკოლების მისამართების შესახებ კი ინფორმაცია შეგიძლიათ, ვრცლად ნახოთ ბმულზე.
როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნულ წრეებზე, სურვილის შესაბამისად, ბავშვებს შეუძლიათ, მთელი წლის განმავლობაში იარონ.
მასალის გამოყენების პირობები