შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“ - როგორ დავიცვათ თავი უიღბლობისა და...

„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“ – როგორ დავიცვათ თავი უიღბლობისა და მარცხისგან

„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“ ანუ ფენ-შუი – უძველესი დაოისტური პრაქტიკაა, რომელიც სივრცის სიმბოლურ ორგანიზებას სწავლობს, რადგან თვლის რომ სწორედ გარემო განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკას და მის ბედისწერას.

ფენ-შუის მიმდევრები, რომელთა მიზანს „ცი“-ს დადებითი ენერგიების მოძიება და მაქსიმალური სარგებლით გამოყენება წარმოადგენს, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იღბალს, ამიტომ ე.წ. „კანონზომიერი გამართლების“ საკუთარი წესები შეიმუშავეს და რამდენიმე საინტერესო თავისებურება გამოჰყვეს.

ოთახის კუთხეები

იღბლის მოსაზიდად და წარმატების შესანარჩუნებლად მოერიდეთ ოთახის კუთხეებს. თუ დივანი ან სამუშაო მაგიდა კუთხეში გაქვთ მოთავსებული, არ ღირს სკამის ან სავარძლის ზუსტად ცენტრში დადგმა, უმჯობესია ოდნავ გვერდით ჩასწიოთ. მოერიდეთ იმ ადგილას დიდხანს ჯდომას ან დგომასაც, სადაც კუთხე პირდაპირ თქვენ „გიყურებთ“, რადგან ფენ-შუის თანახმად, ენერგოვამპირის მსგავსად კუთხეც ადამიანის ენერგიით „იკვებება“.

სარკე

ფენ-შუის სპეციალისტები კატეგორიულად კრძალავენ გატეხილი ან გაბზარული სარკის სახლში გაჩერებას, რადგან დაზიანებულ სარკეში საკუთარი გამოსახულების თვალიერება არა მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც ანგრევს. არ შეიძლება არც ნახატით ან ორნამენტით გაფორმებული სარკისებრი ზედაპირით სარგებლობა, რადგან ამგვარი გაფორმება ნაწილებად ამტვრევს სივრცეს, რაც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე.

მეტად ეფექტურია მცირე ზომის სარკის ჯიბით ტარებაც, რომელიც უიღბლობისა და ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან დაგიცავთ. ფენ-შუის პრაქტიკოსების მტკიცებით, სარკისებრი ზედაპირი მტრების, მოშურნეების მძიმე, ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს და მათვე უბრუნებს უკან, სახლის უარყოფითი ენერგიისგან დასაცავად კი, მრგვალი ან ოვალური სარკე გამოიყენეთ, რომელსაც ფანჯრის ან ბინაში შესასვლელი კარის თავზე დაკიდებთ.

კარის ზღურბლი

კარის ზღურბლი ერთგვარი საზღვარია ორ სამყაროს – თქვენს სახლში „დამკვიდრებულ“ ენერგეტიკასა და გარე სამყაროს მუდმივად ცვალებად ენერგიებს შორის. წარმოსახვითი საზღვრის ნებისმიერ მხარეს გადაკვეთისას კი, სწრაფად იცვლება და იხარჯება ენერგია, ამიტომ ჩინელი ბრძენები კატეგორიულად კრძალავენ ზღურბლზე ანუ ორ სამყაროს შორის საზღვარზე საუბარს, მისალმებას და დამშვიდობებას, საგარეო ან საშინაო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩაცმას.

გზიდან დაბრუნება

არ ღირს არც უკან დაბრუნება თუ სახლიდან გასასვლელად მომზადებულმა ზღურბლს გადააბიჯეთ, რადგან ისევ ის წარმოსახვითი საზღვარი უნდა გადაკვეთოთ, რომელიც ორ ენერგეტიკულ სივრცეს ჰყოფს, ანუ მოგიწევთ გაუთვალისწინებელი ნახტომის გაკეთება ერთი სამყაროდან მეორეში, რითაც არა მხოლოდ სამყაროს დაუნგრევთ გეგმებს, არამედ ენერგიასაც ფუჭად დახარჯავთ. იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გახდით დაბრუნდეთ, რამდენიმე წუთით შეყოვნდით სახლში და მიეცით ენერგიას აღდგენის საშუალება, რადგან სხვაგვარად დღის მანძილზე დაგეგმილი ყველა საქმე მარცხით დასრულდება.

დაუცველი ზურგი

არავის, მათ შორის არც ახლობლებს არ მისცეთ თქვენს ზურგს უკან დიდხანს გაჩერების უფლება, რადგან ზურგი ყოველთვის დაუცველია და არა მხოლოდ ინსტინქტურ დისკომფორტს, არამედ ენერგიის გადინებასაც იწვევს. მეტიც, ადამიანის, თუნდაც ძალიან ახლობლის დიდხანს და რეგულარულად თქვენს ზურგს უკან დგომა სერიოზულად გაზარალებთ და აუცილებლად ენერგეტიკულად გამოგფიტავთ.

საკვების მომზადება

საკვებ პროდუქტს გარემოს ენერგეტიკის შთანთქმის „ჩვეულება“ აქვს, ამიტომ თუ გაბრაზებული, გაღიზიანებული ან დანაღვლიანებული ხართ, უმჯობესია წინა დღის სადილი მიირთვათ, რადგან ცუდ განწყობაზე მომზადებული კერძის ყოველ ლუკმასთან ერთად ნეგატივსაც გადაყლაპავთ, რაც საბოლოოდ ორგანიზმის ენერგეტიკულად მოწამვლას გამოიწვევს.

პროეცირება საკუთარ თავზე

ფენ-შუის სპეციალისტების მტკიცებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც სხვის პრობლემებსა და დაავადებებზე საუბარი, არც საკუთარ თავზე მათი დემონსტრირება, რადგან ამგვარი პროეცირებით ერთგვარ მუხტს გზავნით სამყაროში, პრობლემების ან ავადმყოფობის დიაგნოზის გაჟღერებით კი, ნეგატიური შინაარსით ავსებთ და აძლიერებთ ამავე მუხტს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი