ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაშემოდგომის ჰოროსკოპი - ვის და როდის ელის მნიშვნელოვანი ცვლილებები

შემოდგომის ჰოროსკოპი – ვის და როდის ელის მნიშვნელოვანი ცვლილებები

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს განსაკუთრებით ემოციური პერიოდია, როდესაც შესაძლოა, მომატებული შფოთვა, გაღიზიანება ვიგრძნოთ და ამან ურთიერთობებზე ნეგატიური გავლენა მოხდინოს. ამავდროულად, პლანეტა სატურნის გავლენით აღნიშნულ პერიოდში ყველაფერი, რაც ყალბია ან დასასრულისთვისაა განწირული, საბოლოოდ დასრულდება…თითოეულ ადამიანს მოუწევს, ილუზიებს დაემშვიდობოს და მოვლენებს რეალურად შეხედოს.

სასწორის ნიშანში 2 ოქტომბერს მზის დაბნელება იქნება და ამით შემოდგომის დაბნელების დერეფანი დასრულდება. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნულ ნიშანში პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. უკვე 9 ოქტომბერს, პლანეტა ტყუპების ნიშანში გადავა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ასტროლოგიური მოვლება დაგვაბრუნებს იმ ურთიერთობებთან და საქმეებთან, რომლებიც მაისში უნდა დაწყებულიყო ან კიდევ დავიწყეთ, მაგრამ აღარ გავაგრძელეთ. მაგალითად, საქმიან მოლაპარაკებებთან, მოგზაურობის განახლებასთან, პირად კომუნიკაციასთან და ასე შემდეგ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, შემოდგომის ბოლო თვე ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდება. პლუტონი თხის რქას დაუპირისპირდება, მარსი კი კირჩხიბის ნიშანში იქნება, რის შედეგადაც 1-დან 4 ნოემბრამდე გაგიჩნდებათ ისეთი განცდა, თითქოს, ყველა პრობლემამ და ემოციურმა ამბავმა ერთად მოიყარა თავი. სასიყვარულო სამკუთხედების საკითხები გააქტიურდება, რაც ბევრი წყვილისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

15 ნოემბერს კი კუროს ნიშანში სავსემთვარეობა გველოდება. აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისაკენ გვიბიძგებს, რაც რაიმე ღირებულის ყიდვა-გაყიდვასთან იქნება დაკავშირებული.

მშვილდოსანი

ოქტომბერი მოგცემთ საბაბს, დაფიქრდეთ, რამდენად სწორად აწყობთ თქვენს ცხოვრებას, ხომ არ დადგა დრო, რამე შეცვალოთ? ბევრი იქნება უკმაყოფილების საბაბი, მაგრამ არც სიხარულის საბაბი იქნება ცოტა. შესაძლოა, დაყოვნებამ და გარკვეულმა უძრაობის პერიოდმა, რუტინული საქმეების შესრულებამ გაგაღიზიანოთ. აქამდე საკმაოდ მრავალფეროვანი და აქტიური პერიოდი გქონდათ, ამიტომ ოქტომბერში შეიძლება ცოტა მოიწყინოთ.

ახალი შთაბეჭდილებების წყურვილმა შეიძლება თავგადასავლებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და დაკვირვებით იმოქმედეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, მით უმეტეს, რომ ემოციები, უფრო რომანტიკული ხასიათისა, საკმარისი გექნებათ – ეს თვე არშიყისა და რომანტიკის თვეა, მაგრამ სერიოზული შედეგები ნაკლებად სავარაუდოა.

ჯანმრთელობის მხრივ საშიშროება მოსალოდნელი არ არის, უბრალოდ, დაიცავით ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი.

სამუშაოზე გაჩნდება ახალი საინტერესო მიზნები. ხელმძღვანელობა შეიძლება თქვენით დაინტერესდეს და ახალი საქმეები დაგავალოთ, რომლებსაც ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. და კიდევ ერთხელ – გაუფრთხილდით თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას – დაისვენეთ ხოლმე.

თხის რქა

ოჯახი და პირადი ცხოვრება – ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც ოქტომბერში მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ. ახლობლებმა შესაძლოა სასწრაფოდ საკითხების მოგვარება გთხოვოთ და მათ დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, მათ შორის, ხარჯებიც არაა გამორიცხული. დიდი ალბათობით, ეს ოჯახში რაღაც ცვლილებებს უკავშირდება – მატებას, დიდ საოჯახო დღესასწაულს.

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ: შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები, საჭირო გახდეს მკურნალობა ჰოსპიტალიზაციამდეც კი. ამ პერიოდში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, მოერიდეთ სტრესს. უყურადღებოდ არ დატოვეთ სიმპტომები, ნუ დაიწყებთ „მარჩიელობას“ დიაგნოზთან დაკავშირებით – მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სამუშაოს, თუ გიფიქრიათ სამსახურის შეცვლაზე, ახლა სწორედ ამის დროა. არაა გამორიცხული, თქვენს სამუშაო ადგილზე ვითარება ისე გართულდეს, რომ ახალი სამსახურის ძებნასთან დაკავშირებით ეჭვი აღარ დაგრჩეთ. სამაგიეროდ, გაქვთ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

3 გზა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად

ნოემბერი 7, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

7 ნოემბერი 2024
ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნოემბერი 7, 2024
მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

ნოემბერი 6, 2024
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

ნოემბერი 7, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

7 ნოემბერი 2024
ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ნოემბერი 7, 2024
საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

საქართველოს სავალუტო რეზერვები $1 მილიარდით შემცირდა — 2024 წლის ოქტომბრის მონაცემები

ნოემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი