პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიჩანაწერი, რომელიც ეკა ანდრონიკაშვილს ნიკოსგან დარჩა

ჩანაწერი, რომელიც ეკა ანდრონიკაშვილს ნიკოსგან დარჩა

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო, სადაც ცნობილ ქართველ პოეტთან, ნიკო გომელაურთან მეგობრობის ისტორია გაიხსენა:

„მე-8 კლასში ნიკო გომელაურმა სიყვარული ამიხსნა, მეც ვუთხარი “კი” და 1-2 თვე ზოოპარკში ვიარეთ. განვიხილავდით სხვადასხვა მოვლენას. ნიკო ძალიან ინტელიგენტური იყო, რაც მე მომწონდა. სიმპათიურიც იყო და ჩემზე უფროსიც.

შემდეგ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მე დავიწყე გიორგი ნაკაშიძესთან ერთად სიარული, ხოლო ეკა ნიჟარაძემ – ნიკო გომელაურთან. ყველანი ვმეგობრობდით. გიორგიმ ყველაფერი იცოდა. მე და ნიკოს შორის კოცნაც არ ყოფილა.

მე მაქვს ვიდეო, როდესაც ჩემი შვილი ლუკა დაიბადა, ჩემი მეუღლე დადიოდა და ახლობლებს კამერის წინაშე 20 წლის ლუკასთვის რაიმე სურვილის თქმას სთხოვდა. ნიკოს სიტყვები იწყება ასე: “შენ, როდესაც ამ სიტყვებს უსმენ, შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო…” და შემდეგ არიგებს ჭკუას”, – ამბობს ეკა ანდრონიკაშვილი.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მამა სოკრატესთან მოიყვანეს ბიჭი, რომელიც კიოდა, ჯვარი ბეჭზე დაადო, იატაკზე დავარდა და... - რას იხსენებს მოძღვარის მრევლი
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი