მარიამ როინიშვილის და ვახო კანდელაკის კირა უკვე ექვსი თვისაა. გამოცდილ მშობლებს ღამის თენება აღარ აფრთხობთ.
„ამის კეთება კირასთვის მსიამოვნებს კიდეც. ეს ხომ ჩემი შვილისთვის ზრუნვაა…“ – „ზმნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს მარიამი.
კირა წყვილის პირველი საერთო შვილია. მარიამს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, ვახოს – ვაჟი.
ერთად ყოფნა, წლების მანძილზე, საკმაოდ ოსტატურად დამალეს. პატარა ქვეყანაში ხომ უფრო დიდი გამადიდებელი შუშით ჩანს ცნობილი ადამიანების ცხოვრება. ამდენად, ვახოს და მარიამს გამოუვიდათ. ერთად ყოფნაზე და ერთმანეთზე, საჯაროდ, არც არასდროს უსაუბრიათ. შეიძლება ითქვას, „ზმნისთვის“ მიცემული წყვილის ეს ინტერვიუ ექსკლუზივია.
მარიამ როინიშვილი: მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.
საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია; ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს.
ვახო კანდელაკი: – არიან წყვილები, რომლებიც ამას აფიშირებენ, ბევრი რამ სააშკარაოზე გამოქვთ. არიან წყვილები, რომლებიც ცდილობენ, ეს თავისთვის შეინახონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს შვილები და არ გვინდოდა, საზოგადოებიდან რაღაც წნეხი ზედმეტად ეგრძნოთ. საზოგადოება, რაღაც მომენტებში, აგრესიულია და ვეცადეთ, ეს აგრესია ნაკლები ყოფილიყო ჩვენს მიმართ. სოციალურ ქსელებში უცხო ადამიანების კომენტერებს იშვიათად ვკითხულობ. მაგრამ ჩვენი ფოტოების ქვეშ რაც მინახავს, ძირითადად, სულ პოზიტიური კომენტარებია… სრულად


