ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
spot_img
მთავარიგანათლებახელოვნური ინტელექტი უკანონო თევზაობის წინააღმდეგ - ზვიგენი, კუ და ოკეანის სხვა ბინადრები...

ხელოვნური ინტელექტი უკანონო თევზაობის წინააღმდეგ – ზვიგენი, კუ და ოკეანის სხვა ბინადრები გადაშენების ზღვარზე არიან

ჯარიმები ძირითადად იმის გამო დაწესდა, რომ გემებმა უკანონოდ გამორთეს GPS და ავტომატური იდენტიფიკაციის, იგივე AIS სისტემები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ამ გემების მონიტორინგი. ეს უმეტესად იმაზე მიუთითებს, რომ გემი უკანონო თევზაობითაა დაკავებული.

„შეფასებულია, რომ უკანონო, ან დაურეგულირებელი თევზაობით დაჭერილი თევზების წილი, ჯამურად დაჭერილი თევზების 20%-ს შეადგენს“, – ამბობს დევიდ კროოდსი, Global Fishing Watch-ის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიაციის თანახმად, უკანონო დაურეგისტრირებელი და დაურეგულირებელი თევზაობით, ყოველწლიურად 26 მილიონ ტონა თევზს იჭერენ. ფინანსური თვალსაზრისით, ეს ე.წ. შავი ბაზარი 23 მილიარდ დოლარს აღწევს.

რა თქმა უნდა, ეს გარემოებები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს გადაჭარბებულ თევზაობას. საბოლოოდ კი ვიღებთ იმ სიტუაციას, სადაც თევზების კონკრეტული სახეობები გადაშენების პირას არიან.

„ზვიგენი, კუ, ფრინველიც კი გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან, რადგან თევზაობა უკონტროლო სახეს იღებს. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ჩვენ ბევრად უკეთესად შეგვეძლო ოკეანეების მართვა“, – განაცხადა დევიდ კროოდსმა.

BBC-ის ინფორმაციით, გადაჭარბებული თევზაობის პრობლემის მონიტორინგისა და რაოდენობის განსაზღვის მიზნით, Global Fishing Watch-ი უკვე იყენებს ახალ და დახვეწილ AI მოდელს, რომელიც პროგრამულად დახვეწილი და უზრუნველყოფილია და შეუძლია ერთდროულად ასახოს 65 000-ზე მეტი კომერციული სათევზაო გემის მოძრაობა.

AI აანალიზებს მილიონობით გეგაბაიტიან სატელიტურ სურათს გემებისა და ოფშორული ინფრასტრუქტურის გამოსავლენად. შემდეგ იგი თვალს ადევნებს საჯაროს ხელმისაწვდომ მონაცემებს გემების AIS სიგნალებიდან და აერთიანებსჩამოთვლილ ინფორმაციას რადართან და ოპტიკურ გამოსახულებებთან. ამით ხელოვნური ინტელექტი ავლენს იმ გემებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი პოზიციის ტრანსლირებას.

იმის მიუხედავად, რომ ყველა ხომალდს კანონიერად არ მოეთხოვება AIS-ის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტი და მისი ალგორითმი მიზნად ისახავს, რომ მოახდინოს სწორედ ასეთი გემების მონიტორინგი. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში არსებული სამრეწველო გემების 75% საჯაროდ არ კონტროლდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში.

READ  როგორ გააჩინა ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე ბავშვი 2-ჯერ? - უნიკალური სამედიცინო შემთხვევის დეტალები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი