საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს.
ამარჯვების წამებიდან არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტი ნანა ჩხაიძე აქვეყნებს შვილის მასწავლებლის პოსტს, რომელიც როგორც ჩანს, პედაგოგმა დახურულ ჯგუფში მოსწავლეებს მისწერა:
„ჩემი შვილის მასწავლებლის პოსტი ეს უნდა გამომექვეყნებინა Sandro Qantaria როცა ქვეყნის სიყვარული თანამბრად გვაერთიანებს Tamuna Janelidze მაპატიეთ, დაუკითახავად ავიღე… ეს იყო თქვენგან საუკეთესო ჟესტი“,-წერს ნანა.
პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებს ნაკრების გამარჯვება ასე მიულოცა, 161-ე სკოლაში ასწავლის.
მასალის გამოყენების პირობები