შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"13 წლისა გავთხოვდი; მშობლები ჩემ წასაყვანად რომ მოვიდნენ, გამოვაცხადე, ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი... პირველი ბავშვი 14...

“13 წლისა გავთხოვდი; მშობლები ჩემ წასაყვანად რომ მოვიდნენ, გამოვაცხადე, ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი… პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა, 40 წლისას აღარც შვილები მყავდა და აღარც ქმარი” – მსახიობ ნინო ხომასურიძის ისტორია

უამრავი წიგნი და ფილმი არსებობს სიყვარულზე. ეს მარადიული და ამოუწურავი თემაა, რომელიც არც მწერლისთვის, არც ხელოვანისთვის არასოდეს კარგავს ხიბლს. სწორედ სიყვარულზე ისაუბრეს ცნობილმა ქალბატონებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩავწერე. ისეთი გულწრფელნი იყვნენ, ისეთი გრძნობით ლაპარაკობდნენ, რომ მათგან გამოყოლილი აღტაცება დიდხანს გამყვა. ასაკის მიუხედავად, ნაოჭებითაც ისეთივე მომხიბლავი იყვნენ, როგორც წლების წინ, ახალგაზრდობაში. სიყვარულზე საუბრისას საოცრად უციმციმებდათ თვალები და იმ წუთებში ბედნიერ დროს უბრუნდებოდნენ. ახლა სწორედ ჩემი საყვარელი რესპონდენტები და მათი რომანტიკული სიყვარულის ეპიზოდები მინდა გავიხსენო.

ყველას ახსოვს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი “შთამომავლობა” და დიდი ოჯახის ნაბოლარა წევრი, კნაჭა და კიკინებიანი გოგო, მსახიობი ნინო ხომასურიძე, რომელიც დღემდე გაუნელებელ ტკივილს ატარებს. აღარ ჰყავს უძვირფასესი ადამიანები: მეუღლე და ერთადერთი შვილი და მაინც ამბობს, რომ ბედნიერია, რამეთუ დიდი სიყვარული არგუნა ღმერთმა.

ქალბატონმა ნინომ ლამის დაუჯერებელი ამბავი მიამბო, ამბავი თავისი სიყვარულისა, რომელიც 13 წლის ასაკში ეწვია:

– პლეხანოვზე თბილისური სახლების ერთი ეზოდან მეორეში ველოსიპედით რომ დავქროდი, სწორედ მაშინ შემიყვარდა ზურა ბზიკაძე. 13 წლისა გავთხოვდი. გავიპარე. ჩემი მშობლები ჩემ წასაყვანად რომ მოვიდნენ, გამოვაცხადე, ზურა მიყვარს და აქედან ფეხს არ მოვიცვლი-მეთქი. მე და ზურა მეზობლები ვიყავით, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. ლენინგრადში დაამთავრა ინსტიტუტი. ზურა და მისი მეგობრები პლეხანოვზე რომ გამოიშლებოდნენ, მეც მოვაჯდებოდი ველოსიპედს და ავუქროლ-ჩავუქროლებდი. ზურა ძალიან ვაჟკაცური და გამორჩეული ბიჭი იყო. მე კი ვინ ვიყავი? ყურებამდე შეყვარებული ერთი პატარა სულელი გოგო. ზურა ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს – ხან ნაყინს მიყიდდა, ხან შოკოლადს. ერთხანს ესეც მაკმაყოფილებდა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა. ვარწმუნებდი, უსაზღვროდ მიყვარხარ და ზურგს თუ შემაქცევ, მოვკვდები-მეთქი. იმ ზაფხულს მე და დედა ბათუმში ვისვენებდით. იქაურ და დამსვენებელ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი. ზურა თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა. როგორც კი დავინახე, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, ჩავუხტი მანქანაში და გამოვუცხადე, შენთან მინდა, აქედან არ გადავალ-მეთქი. უარი ვეღარ მითხრა. ახლა რომ ვაცნობიერებ, თავიდან, ალბათ, ვეცოდებოდი, მე კი სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და აღარ დავეძებდი არაფერს. დრო რომ გავიდა, მასაც ძალიან შევუყვარდი და მეუბნებოდა, რა ბედნიერი ცხოველია კენგურუ, ჩანთით რომ დაატარებს თავის შვილს, რომ შეიძლებოდეს, ჩაგსვამდი “ჩემს ჩანთაში” და სულ თან მეყოლებოდიო. მე ის ვაჟკაცური თვისებების, გარეგნობის გამო მიყვარდა.

როცა გავიგე, რომ “კრიმინალური ავტორიტეტი” იყო, ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. რამდენჯერმე დაიჭირეს, სასჯელს ხან აქ იხდიდა, ხან რუსეთში. ყველგან ჩავდიოდი და ვნახულობდი. აბა, რა გამაძლებინებდა დიდხანს უმისოდ. ურალშიც კი ჩავაკითხე, კინაღამ გაგიჟდა, აქ რამ ჩამოგიყვანაო. საქართველოში პატიმრობისას კი სულ კოლონიაში ვიყავი. მერე ვეხუმრებოდი, შენთან ერთად, სულ ცოტა, 13 წელი მეც მაქვს მოხდილი-მეთქი. ერთხელ კოლონიაში დაცვა შეიცვალა. არ მიცნობდნენ და ზურას უთხრეს, ქალიშვილმა მოგაკითხაო. პირველი ბავშვი 14 წლისას შემეძინა. სამი თვის იყო, სეფსისით რომ გარდაგვეცვალა. მესამე კურსზე ვიყავი, გოგა რომ შეგვეძინა. ერთი წელი აკადემიური ავიღე, რომ სულ ბავშვთან ვყოფილიყავი. ბევრს უკვირს, ასეთი მენტალობის კაცმა როგორ მოგცა სამსახიობოზე ჩაბარების უფლებაო. თავიდან მართლა წინააღმდეგი იყო. ციხიდან 4-თაბახიანი წერილი მომწერა, არ გაბედო თეატრალურზე ჩაბარებაო. მე კი თავი ისე დავიჭირე, ვითომც არ მიმიღია წერილი. ბოლოს მაინც დამითმო. ძალიან მანებივრებდა. მის სამეგობროში მე ვიყავი პირველი რძალი, რომელიც მანქანის საჭეს მიუჯდა, რომელსაც ეცვა მოკლე ქვედაკაბები. მეგობრებს უკვირდათ, ნეტავ ასეთი რა გაუკეთა ამ პატარა გოგომ ზურა ბზიკაძეს, რომ ასეთი მოკლე კაბის ჩაცმის უფლებას აძლევსო. ზურა კი იცინოდა, ჩემს პატარა გოგოს უხდება, ჩაიცვას და გაიხაროსო. არ ეჭვიანობდა, მე უფრო ეჭვიანი ვიყავი, რადგან ბევრ ქალს მოსწონდა, თუმცა ჩემთვის არასოდეს უტკენია გული. განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი