პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის დონის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობა, განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა – ეს ყველაფერი პიროვნული და კარიერული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ხშირად სწორედ ეს გვიჩენს სურვილს, გავცდეთ ქვეყნის საზღვრებს და სასწავლებლად ჩვენთვის სასურველ, უცხოურ უნივერსიტეტებს მივაშუროთ.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უამრავ ადამიანს უნდა, უმეტესობა მათგანს ეს ხშირად აუხდენელ ოცნებად მიაჩნია. ამის მიზეზი კი, ძირითადად, მოხალისეობრივი და სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ სტატიაში გაგაცნობთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაცემულ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწავლა სასურველ უცხოურ უნივერსიტეტში განაგრძოთ და თან დაფინანსებაც მოიპოვოთ.
1.თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურთ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ იმ საერთაშორისო სტიპენდიებისა და პროგრამების პოვნაა, რომლებიც თქვენს სწავლას სრულად დააფინანასებენ. მაგალითად, თუ სწავლის გაგრძელება გერმანიაში გინდათ, მაშინ ამისთვის DAAD-ის სტიპენდია საუკეთესო ვარიანტია.
არის Fulbright-ის პროგრამა ამერიკაში სწავლის მსურველებისთვის, Chevening-ის სტიპენდია თუ სწავლის გაგრძელება ბრიტანეთში გსურთ. Erasmus Mundus-ის პროგრამა, რომელიც ევროპაში სწავლას დაგიფინანსებთ. Si-ის სტიპენდია შვედეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის.
ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საერთაშორისო პროგრამების გარდა, არსებობს ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც თავად იძლევიან დაფინანსებას, თუ მათ კრიტერიუმებს სრულად დააკმაყოფილებთ. ასეთებია მაგალითად: საფრანგეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ა.შ.
გახსოვდეთ, რომ სწავლის გაგრძელება უცხოურ უნივერსიტეტებში შეგიძლიათ სკოლის დამთავრების შემდეგ, ბაკალავრიატის საფეხურზე ყოფნისას და მისი დასრულების შემდეგაც – მაგისტრატურაზე. ამ მხრივ შეზღუდულები არ ხართ.
2.სასურველი სტიპენდიის მოძებნის შემდეგ – აუცილებელია კარგად გაიაზროთ, რომ თითოეული უნივერსიტეტს, ორგანიზაციასა და პროგრამას განსხვავებული პრიორიტეტები და მოთხოვნები აქვს. ეს შესაძლოა, პიროვნულ თვისებებს, უნარებს ან გამოცდილებას უკავშირდებოდეს.
თუმცა, აქვთ საერთო მოთხოვნებიც – თითქმის ყველა უნივერსიტეტი ითხოვს ინგლისური ენის დამადასტურებელ სერტიფიკატსა და მაღალ აკადემიურ მოსწრებას ანუ GPA-ს.
მაგრამ აქაც გასათვალისწინებელია თუ კონკრეტულად რომელ სერტიფიკატსა და დონეს ითხოვენ. ასევე, რამდენი უნდა გქონდეთ GPA რომ მიგიღონ.
მაგალითად: ევროპის უნივერსიტეტების უმეტესობა IELTS სერტიფიკატს ითხოვს, ამერიკა უპირატესობას TOEFL-ს ანიჭებს.
რაც შეეხება თქვენს GPA-ის, გახსოვდეთ რომ რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო მეტად იზრდება იმის შანსი, რომ დაფინანსება სწორედ თქვენ მოგცენ და არა სხვა კანდიდატებს.
3. რაც შეეხება რეზიუმეს – ექსპერტების თქმით, უმჯობესია თუ მას კონკრეტული პროგრამის მოთხოვნების მიხედვით შეადგენთ. ადამიანები ხშირად ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ერთსა და იმავე CV-ის განსხვავებულ პოზიციებზე აგზავნიან. ექსპერტების თქმით, თქვენი რეზიუმე ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის
ინდივიდუალურად უნდა შეადგინოთ და მასში ის უნარ-ჩვევები, თვისებები და გამოცდილება ასახოთ, რომელსაც კონკრეტული პროგრამა კანდიდატისგან მოითხოვს. ასევე, სასურველია, რომ ის 2 გვერდს არ აღემატებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ინფორმაციაში, რასაც რეზიუმეშ ჩაწერთ – თან კონკრეტული თარიღები დაურთოთ. მაგალითად, თუ წერთ რომ მუშაობდით ამა და ამ პოზიციაზე დააკონკრეტეთ როდის დაიწყეთ და დაასრულეთ ის. გამოცდილება კი ქრონოლოგიურად, ყველაზე ახლიდან – ძველისკენ დაალაგეთ. 4. რაც შეეხება სამოტივაციო წერილს. მისი დაწერისას პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმ სიტყვათა რაოდენობას, რომელიც განსაზღვრული აქვს შესაბამის პროგრამასა თუ უნივერსიტეტს და აუცილებლად დაიცავით ლიმიტი. ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ლიმიტზე მეტი რაოდენობის ტექსტს დაწერენ ამით უფრო მეტად მოაწონებენ თავს ადრესატს თავს, თუმცა ეს ასე არ არის. პირიქით, სიტყვათა განსაზღვრულ ლიმიტებს უნივერსიტეტები და პროგრამები აწესებენ იმისთვის, რომ გაიგონ რამდენად შეგიძლიათ თქვენი ძირითადი სათქმელის ჩამოყალიება მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებათა რაოდენობაში. ასევე, სამოტივაციოს დაწერისას იყავით ძალიან კონკრეტულები და თქვენი ნათქვამი ყოველთვის შესაბამისი არგუმენტებით გაამყარეთ: მაგალითად: „მე მაქვს კარგი ლიდერული უნარ-ჩვევები“ კი არა „მე მაქვს კარგი ლიდერული უნარ-ჩვევები, რადგან ვხელმძღვანელობდი ვთქვათ 20 კაციან ჯგუფს და ა.შ.“. 5. შეძლებისდაგვარად უნდა მოემზადოთ უცხო გარემოში ცხოვრებისთვის.. საზღვარგარეთ წასვლასთან ერთად, ახალ გარემოში ცხოვრებას თან სხვადასხვა სახის პრობლემას სდევს. ექსპერტების თქმით, მარტივ ადაპტაციაში სტრატეგიებისა და გეგმების წინასწარ ჩამოწერა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა დაგეხმარებათ. როგორც ისინი ამბობენ, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები