შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიგანათლება8 საკვები, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს

8 საკვები, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს

 

გემრიელად ჭამა და ამასთან, წონაში დაკლებაც პლანეტის ქალების უდიდესი დილემაა, ამ გამოწვევის წინაშე დგანან ქალბატონები, რომლებიც ოცნებობენ გამხდარ ფიგურაზე, მაგრამ ამავდროულად არ შეუძლიათ უარი თქვან საყვარელ საკვებზე, განსაკუთრებით კი ღამით. რატომღაც, საკვები საღამოს საათებში უფრო გემრიელი და სასურველი ხდება.

გამომცხვარი ვაშლი

რატომ არის ღუმელში გამომცხვარი ვაშლი კარგი ღამის შიმშილის დასაკმაყოფილებლად? პასუხი მარტივია – ახალი, ხრაშუნა და წვნიანი ვაშლი მადას აღვივებს. ამიტომ ვაშლის ღუმელში გამოცხობა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. უფრო მეტიც, თუ გამომცხვარ ვაშლს ცოტაოდენ თაფლს და დარიჩინს დაუმატებთ, ის ადვილად ჩაანაცვლებს ნებისმიერ დესერტს, ამასთან, ვაშლში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს მშვიდ ძილს.

სოკო

რა თქმა უნდა, არ უნდა მიირთვათ სოკო არაჟნის სოუსში ან შემწვარი კარტოფილით. უმჯობესია შემოიფარგლოთ მოხარშული ან ორთქლზე მოხარშული შამპინიონით. სხვათა შორის, თუ სოკოს ყველა წესის მიხედვით მოამზადებთ, შეგიძლიათ მიიღოთ დიეტური და ამავდროულად წარმოუდგენლად გემრიელი კერძები. თუმცა, დაკონსერვებულ სოკოსთან სიფრთხილე გმართებთ – მომზადებული პროდუქტის დიდმა რაოდენობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ღვიძლზე.

ნუში

ნუში ნოყიერი და ჯანსაღი პროდუქტია, ამიტომ ის საკმაოდ შესაფერისია საღამოსთვის. ნუში არამარტო შიმშილის დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ, არამედ ორგანიზმს B ვიტამინებითა და მაგნიუმით მოამარაგებს. თუმცა ფრთხილად იყავით: იმისდა მიუხედავად, რომ ნუში ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით სავსეა, ის ასევე ძალიან კალორიულია, ამიტომ ეცადეთ დაიცვათ ზომიერება.

ქათმის მკერდის ხორცი

ასეთი ხორცი ყველაზე დიეტურია, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, რაც ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას. ღუმელში გამომცხვარ ან უმარილოდ მოხარშულ მკერდის ხორცში ცხიმი პრაქტიკულად არ არის.
თუ გსურთ ღამით გემრიელი სენდვიჩი მიირთვათ, შეცვალეთ თქვენი საყვარელი ძეხვი ქათმის ხორცით და არ შეგეშინდეთ ზედმეტი კილოგრამების მომატების.

ფაფა

ფაფა შესანიშნავი საშუალებაა შიმშილის დასაკმაყოფილებლად, როგორც დილით, ასევე საღამოს. თუმცა, სასურველია ფაფა მოხარშოთ არა ცხიმიან რძეში, არამედ წყალში, მარილის და შაქრის გარეშე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის სასარგებლო და ოდნავადაც არ მოუტანს ზიანს თქვენს ფიგურას.
თუ არ შეგიძლიათ უშაქროდ მიირთვათ, მაშინ შაქარი ჩაანაცვლეთ თაფლით ან ხილის ჩირით.

ნიახური

ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებები ცნობილია, თუმცა მისი სპეციფიკური გემო ყველას არ მოსწონს და ეს განსაკუთრებით ეხება უმ ნიახურს. თუმცა, ის აბსოლუტურად უკალორიო მწვანილია და მისი დიდი რაოდენობით მიღება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თქვენი ფიგურისთვის. გარდა ამისა, ის შეიცავს წყალს და ბოჭკოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწრაფად დაგანაყრებთ და მშვიდად დაიძინებთ.

სუში

რულეტის საშუალო ულუფა შეიცავს დაახლოებით 350 კილოკალორიას, ხოლო ცხიმის შემცველობა საკმაოდ დაბალია – 3,6 გრამი გთხოვთ გაითვალისწინოთ: სუში უნდა იყოს ახალი, ანუ სასურველია იაპონური კერძი მიირთვათ მისი მომზადებისთანავე. ასე რომ, საუკეთესო ვარიანტია თავად მოამზადოთ, რაც სულაც არ არის ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რძე

ყველა ქალმა, რომელიც მკაცრად აკონტროლებს ფიგურას, უნდა ახსოვდეს, რომ მუდმივი შეზღუდვების გამო, მის სხეულში კალციუმის დონე იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რძე არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ არა მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად, არამედ სხეულის აღდგენისთვის. კალციუმის გარდა რძე შეიცავს დაახლოებით 20 აუცილებელ ამინომჟავას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რძე ასევე შეიცავს არც ისე სასარგებლო ნივთიერებას – ლაქტოზას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის შაქარს, ამიტომაც საღამოს მისი მიღებისას ზომიერება გვმართებს; ერთი ჭიქა რაფინირებული რძე სრულიად საკმარისი იქნება საღამოს საათებში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი