სამშაბათი, აპრილი 22, 2025
spot_img
მთავარიUncategorizedპაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდ

პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდ

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ჟურნალისტი – ელენე გოგბერაშვილი

სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე

 
  • კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;

  • რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?

  • რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;

  • რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;

 

– კლინიკაში პაციენტის დაყოვნების დრო რამდენია? ადამიანური რესურსი, – ექთნების, სანიტრების, საწოლების მიხედვით როგორ არის გადანაწილებული? თქვენი ორგანიზაცია რა ტიპის საკითხებს უყურებს?

– ჩვენი ორგანიზაცია პროცესებს უყურებს გლობალურად. ვაღიაროთ, რომ საქართველოში გვაქვს გამოწვევები. კანადაში რაც არსებობს, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, – არ იმუშავებს.

ჩვენ ვუყურებთ, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით, რა არის უსაფრთხო პაციენტისათვის.

კარგი იქნება, მაგალითად, თითო საწოლზე იყოს ენ რაოდენობის ექთანი, მაგრამ როდესაც არ გყავს ექთანი, მაშინ როგორ იქცევი? შენ გაქვს ლამაზი სტანდარტი, მაგრამ იმ სტანდარტის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებ, რადგან ფიზიკურად არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

კანადა აკრედიტაცია ამბობს, – გვაჩვენე გამოსავალი, – მინიმალური რესურსებით როგორ იქნება პაციენტი უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გქონდეთ ლამაზი პროცედურები. კი, შენ გაქვს ფინანსური ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა, ადამიანური რესურსის პრობლემა, – მესმის, მაგრამ დაგვანახე, როგორ ახერხებ ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებას.

შეიძლება, საავადმყოფოს, რომელსაც ეს ნაკლოვანებები აქვს, თქვას, რომ ჭირდება ერთი საათი, ან ჭირდება ორი საათი. აკრედიტაცია კანადა აღიარებს ამას, პაციენტი თუ არის უსაფრთხოდ ამ ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ თანხმობას იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია პროცესი და არა ქაღალდომანია, სტანდარტების ამობეჭდვა და თაროებზე შემოდება, რომელაც არავინ იყენებს და არანაირ შედეგს არ აძლევს პაციენტს.

პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდინება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, ის არის ისეთივე უსაფრთხოდ, როგორც დუბაის საავადმყოფოში, როგორც ქუვეითის საავადმყოფოში, როგორც ბრიუსელში საავადმყოფოში და სხვა…

 
 


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

READ  „კოვიდით დღეს გარდაიცვალა ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში...

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

 

 

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი