ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიUncategorized„საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი“ – ყოველ 6 თვეში...

„საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი“ – ყოველ 6 თვეში იქნება თუ არა ვაქცინა…

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიმოხილვა თუ სად ვართ “ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

COVID-19 situation in Georgia, update 19/08/2021

-„არ ვისწავლეთ მეორე და მესამე ტალღის დროს ეპიდემიის მართვა. ნამეტანი თვითდაჯერებულები ვიყავით და პრაქტიკულად 1 ივლისს,, როდესაც მე საჯაროდ ვთქვი, რომ დაიწყო მეოთხე ტალღა, არავინ ყურად არ იღო. ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი კოვიდაფეთქების არის არჩევნები. არჩევნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არის არჩევნები, როდესაც არის წინაასარჩევნო მზადება, მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მთავრობა იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ ზრდა იქნება კლიდევ უფრო მაღალი. ჩვენ პიკს დავინახავთ სექტემბრის პირველ ნახევარში

საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის. გვაქვს დაახლოებით 6000 საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საწოლები ქვეყანაში, მაგრამ ამ საწოლებს არ იყენებენ შესაბამისად. ჩემთვის აშკარაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ ვერ უმკლავდება კერძო ბიზნესს, ვის ხელშიც არის ეს საწოლ-ფონდები. როდესაც არის ეპიდემია, ყველაფერი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, პირველ ადგილას უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ კოვიდპაციენტების მართვა. ქვეყანაში ხორციელდება გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ეს ყოვლად მიუღებელია.

კოვიდსასტუმროები არსად არ არის მსოფლიოში, მარტო საქართველოშია და ამით ამაყობენ. ალბათ ეს უფრო ფულის კეთების ამბავია.

მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, საქართველოში მსუბუქი პაციენტები არიან საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროები არის იგივე „სახლის საწოლი“, იქ ხომ უნდა იყოს ადამიანისთვის ელემენტალური შესაბამისი პირობები. როცა ოჯახში ერთ ადამიანს უკვე დაემართა კოვიდი, მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, მთელი სადარბაზო უნდა გადავციეს იზოლაციაში, კლასტერებზეა საუბარი, ქვეყანაში კლასტერები უკვე აღარ იმართება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ეფექტურად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის ჩარეული ამ პროცესში. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი, ჩვენთან კი არის არაეფექტური ვაქცინები. ვიცით, რომ ბავშვებშია პრობლემა. დელტა ვარიანტი ახალი ვირუსივითაა, ძალიან ვერაგია. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე იწყება 12 წლიდან, უსაფრთხოა ეს ვაქცინა ბავშვებისათვის. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ეფექტურია ვაქცინაცია, ასაკიანისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც არის მესამე დოზა ბუსტერი მთელს მსოფლიოში.

საქართველოში დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ოფიციალურად 100 ადამიანი გარდაიცვლება. დღეს რომ გარდაიცვალა 60 ადამიანი, ეს ციფრი ყოველთვის უნდა გაამრვალოთ ორზე იმიტომ, რომ სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა კოვიდის გამო, – ადამიანს დაემართა ინსულტი, აქვს გულის პრობლემა, სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა დროულად იმიტომ, რომ ყველა კოვიდრესურსი არის ამოწურული და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ სიკვდილს არ ვითვლით სტატისტიკაში. ჩემთვის ესეც არის კოვიდსტატისტიკა.

ამ ვირუსთან ძალიან დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება, ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და ა.შ. როგორც კი შემცირდება ერთი ან ორი ზომა, მაშინვე დაბრუნდება უკან. სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული, ეს ვირუსი ყოველთვის იქნება ცირკულაციაში.

ცუდი ამბავის არის ის, რომ არის არაერთი ფაქტი, რომ კოვიდი გადავიდა ცხოველებზე, ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის ფაქტებიც არის. ერთადერთი გზა, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვირუსის აფეთქება იქნება ყოველთვის…

თუ გვინდა, რომ მეტნაკლებად სტაბილურად ვიცხოვროთ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი, ერთადერთი არა, კარგი, ძლიერი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავუბრუნდეთ ე.წ. ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც, ამ ხალხს მე ვეძახი ანტივაქსერულ სექტას, იქცევიან ისე როგორც სექტები, ავრცელებენ ადამიანებში შიშს, თითქოს ვაქცინა ძალიან ცუდია და ა.შ. ვირუსის აფეთქება არის ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები. სიკვდილიანობა 99% არის ძირითადად იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი.

ანტივაქსერები შოულობენ ფულს. აინტერესებთ მხოლოდ ფული. ვინც არიან ამ „სექტების“ სათავეში, დაინტერესებული არიან ძირითადად ფულის შოვნით. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ლაპარაკობენ კოვიდზე.

გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს.

ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სწრაფად უნდა აიცრას, უფრო დაცულები იქნებიან. ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ აცრის დროს სიცხე არ უნდა ჰქონდეს. ვაქცინის მიღების დროს თუ გექნებათ სიცხე, შეიძლება იყოს უკუჩვენება. ადამიანი თუ არის ალერგიული და იმ კონკრეტულ დღეს აქვს ალერგიული აფეთქება, არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა.. ალერგიული აფეთქება როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ფაიზერის ვაქცინა…

ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, “ფაიზერი” აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. ორივე კომპანია – “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები.

“მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ “ფაიზერის” ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს – ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი.

ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, მისი ეფექტურობა თუ არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია “მოდერნა” და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა, ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან, სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს,“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „თრიალეთთან“.



MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა

ნოემბერი 6, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 6 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 6 ნოემბერი

6 ნოემბერი 2024
როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

როგორ გავამრავალფეროვნოთ თეთრი ფერის ინტერიერი? – 3 საინტერესო რჩევა

ნოემბერი 6, 2024
მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

მეფუტკრეობის ტრადიცია და საფუტკრეების დამზადების წესი

ნოემბერი 6, 2024
„საქართველოს რკინიგზა” 16  და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  რეისებს ამატებს

„საქართველოს რკინიგზა” 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

ნოემბერი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
აშშ-ის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე შტატების რეიტინგი

აშშ-ის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე შტატების რეიტინგი

6 ნოემბერი 2024
ნუცუბიძის ფერდობზე მცხოვრებ 14 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

ნუცუბიძის ფერდობზე მცხოვრებ 14 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

ნოემბერი 6, 2024
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

ნოემბერი 6, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი