18/05/2022
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება პოსტკოვიდი იყო.
“ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)❗️
✅სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი❗️ (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს)
✅პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს.
✅პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic
✅ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები.
✅500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
✅სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა .
✅ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი.
✅ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
✅პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
✅გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
✅ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია❗️გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით❗️
✅რა ტიპის ტესტები არის საჭირო:
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):
✅არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი❗️
✅დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil