შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაVIDEO: ქართველი დედოფლის სავარაუდო საფლავის აღმოჩენა და მისი ცხოვრების ამაღელვებელი ისტორია

VIDEO: ქართველი დედოფლის სავარაუდო საფლავის აღმოჩენა და მისი ცხოვრების ამაღელვებელი ისტორია

თურქეთის ქალაქ ერზერუმის (არზრუმი) პროვინციაში, 8 საუკუნის შემდეგ, თამარ მეფის შვილიშვილის, რუსუდან მეფის შვილის, თამარ ბაგრატიონის, იგივე გურჯი ხათუნის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს.

სელჩუკები ძველად მავზოლეუმის მსგავს ნაგებობებს აგებდნენ. ამ ტიპის აკლდამაში, იგივე თურბეში, მხოლოდ დიდგვაროვნებს კრძალავდნენ. თურქი არქეოლოგების ყურადღება ქვაზე აღმოჩენილმა წარწერამ მიიქცია, რომელზეც გარკვევით იკითხება გურჯი ხათუნის შვილის, რუმის სულთან ალაედინ ქეიყუბად მეორის სახელი. მის გვერდით ქალის ძვლებია აღმოჩენილი. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი,  რომ ეს ქალი სწორედ გურჯი ხათუნია.

„თურქ სელჩუკთა მემატიანე იბნ ბიბი წერს თავის ნაშრომებში, აგრეთვე, არსებობს სხვა სელჩუკური ქრონიკები, რომ მან [თამარ დედოფალი უმცროსი, გურჯი ხათუნი – რედ.] დაიბარა, რომ დაესაფლავებინათ თავის შვილთან. უცნობი იყო ქეიყუბად მეორის საფლავი და ერზერუმის პროვინციაში ნაპოვნია მისი საფლავის ქვა. მის გვერდით აღმოჩნდა მეორე საფლავის ქვა, ძალიან დაზიანებული, და ქალის ჩონჩხი. აქედან გამომდინარე, თურქებმა წამოჭრეს ეს ვერსია (რა თქმა უნდა, ეს ჯერ ვარაუდის დონეზეა და ამ ვარაუდს აქვს არსებობის უფლება), რომ ეს არის ქეიყუბად მეორე და მისი დედა – გურჯი ხათუნი“, – ამბობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა.

არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი ამ ორ ადამიანს შორის, მალე დნმ-ის ანალიზით დაადგენენ.

ამ აღმოჩენამ ქართველ დედოფალთან დაკავშირებული ისტორია და ამაღელვებელი ლეგენდები ისევ გააცოცხლა. 13 წლის ულამაზესი თამარი რუმის სულთანს, 17 წლის ყიას ედ-დინ ქეიხოსროვ მეორეს მიათხოვეს. ქორწილი 3 დღეს გაგრძელდა. სასახლე, სადაც დედოფალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარეობდა. დღეს სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც ერთ-ერთ კუთხეში ბოლნური ჯვარია ამოტვიფრული.

კონიაში დღეს ერთ-ერთი ქუჩა გურჯი ხათუნის სახელს ატარებს. ამ ადგილას ქართველ დედოფალს გაჭირვებული ადამიანებისთვის პურის იაფი ბაზარი გაუხსნია. ამ ქუჩაზე დღესაც ხორბლის ბაზარია.

ამ ამაღელვებელი ისტორიის გაგრძელება, ფოტოები და ვიდეო არქეოლოგიური გათხრების ადგილიდან ნახეთ „პირველი არხის“ სიუჟეტში.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი