როგორ ვიშოვოთ სამსახური – 10 რჩევა

როგორ ვიშოვოთ სამსახური – 10 რჩევა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

უმუშევრობა თანამედროვე საზოგადოების ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მის გამომწვევ მიზეზებს შორის, ერთ-ერთია ვაკანსიისა და სამუშაოს მაძიებლის ოპერატიულად დაკავშირების პრობლემა. ეს უკანასკნელი, ხშირად სამუშაოს მაძიებლის პასიურობას, სამუშაოს ძებნისა და თვითპრეზენტაციის უნარების არარსებობას უკავშირდება.

სანამ შეუდგებით სამუშაოს ძებნას, ობიექტურად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩამოყალიბდით, როგორი სამუშაო გინდათ და რისი შესრულება შეგიძლიათ.

დარწმუნდით, რომ მოცემულ მომენტში მზად ხართ მუშაობის დასაწყებად.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოიყენეთ სამსახურის მოძებნის ყველა მეთოდი და საშუალება.

კარგად გაეცანით მომავალი სამუშაოს (ვაკანსიის) შინაარს და იმ მოთხოვნებს, რომლებსაც იგი უყენებს თანამშრომლებს.

ყურადღება მიაქციეთ რეზიუმეს (CV) სწორად შედგენას. გახსოვდეთ, ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას თქვენს შესახებ.

მოიპოვეთ და გაანალიზეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც აპირებთ მუშაობის დაწყებას.

სათანადოდ მოემზადეთ გასაუბრებისთვის.

გასაუბრების დროს ეცადეთ მშვიდად, ზედმეტი მღელვარების გარეშე მოახდინოთ თვითპრეზენტაცია და წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი მხარეები.

თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად და შესამოწმებლად შესთავაზეთ ორგანიზაციაში მუშაობა თუნდაც რამდენიმე დღით.

სამსახურში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვიტოთ სხვა სამუშაოს ძებნა. თუ თქვენ არ იაქტიურებთ სასურველი სამუშაო ადგილის მოძებნაში, სხვები მითუმეტეს არ დახარჯავენ დროსა და ენერგიას.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

📍 გორი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). როგორ ვიშოვოთ სამსახური – 10 რჩევა. 30 იანვარი, 2024. https://sheniganatleba.ge/როგორ-ვიშოვოთ-სამსახური-10/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როგორ ვიშოვოთ სამსახური – 10 რჩევა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-10/
sheniganatleba.ge
READ  რა ხასიათი და შესაძლებლობა დაგყვათ დაბადების მომენტში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network