ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"ძალიან მინდა წავიდე ბანკეტზე, 4 ივნისს აქვთ, მაგრამ... ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა...

“ძალიან მინდა წავიდე ბანკეტზე, 4 ივნისს აქვთ, მაგრამ… ოჯახს ვეღარ ვეუბნები, ცოტა ხომ არ დაჯდება”

20 მაისს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

ამ დღეს დიდი ოვაციებით შეხვდნენ ბავშვები. იყო ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი, ცეკვა-სიმღერა, ხალისი და დამშვიდობება თვალცრემლიან მასწავლებლებთან. ბოლო ზარი ხომ ერთდროულად სიხარულიც არის და გულისწყვეტაც. გული გწყდება, რადგან ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იმ კედლებს, სადაც 12 წელი გაატარე. თუმცა ამავდროულად გიხარია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამ. ამ დღეებში ქუჩებშიც განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობა. გადამდებია თეთრპერანგიანი გოგო-ბიჭების ჟრიამული და ხალისი. სკოლა ცოდნის პატარა ტაძარია, აქედან იწყებ ახლის შეცნობას.

როგორც გაირკვა, წელს რამდენიმე საჯარო სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო. ამ ბავშვებს ეს დღე პედაგოგებმა და სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა გაულამაზეს.

ასე იყო ხონში, სოფელ გუბის საჯარო სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ერთი კურსდამთავრებული ჰყავს. ანა აბზიანიძეს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს დღე პედაგოგებმა.

photo-1716884695.jpg

“გუბის საჯარო სკოლა ერთადერთმა და განსაკუთრებულმა მოსწავლემ დაასრულა. გილოცავთ, ანა, ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და სკოლის დასრულებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ!” – დაწერა სკოლის “ფეისბუკ”-გვერდზე სკოლის დირექტორმა. როგორც გავარკვიეთ, ანა (ანანო) აბზიანიძე ბებიასა და ბაბუასთან ერთად სოფელ გუბში ცხოვრობს.

– გუბის საჯარო სკოლის დამამთავრებელ კლასში მარტო მე ვიყავი. ამ სკოლაში მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ წამოვედი. მადლობა ჩემს პედაგოგებს, სკოლის დირექტორს და ყველას, რომ ამდენი სითბო და სიხარული მაჩუქეს. ჩემი ოჯახი დიდ ჯიხაიშში ცხოვრობს. მანამდე მეც დიდი ჯიხაიშის საჯარო სკოლაში დავდიოდი და 9 კლასი იქ დავამთავრე. ის სკოლა 9-წლიანია და მისი დამთავრების შემდეგ მომიხდა სოფელ გუბში, ბებიასა და ბაბუასთან წამოსვლა. დიდ ჯიხაიშში ბევრი თანაკლასელი მყავდა და კარგი წლები გავატარე მათთან ერთად. მინდა თითოეულს მივულოცო სკოლის დამთავრება და სურვილების ასრულება ვუსურვო ცხოვრების ახალ გზაზე. სკოლა იმიტომ გამოვიცვალე, რომ პრობლემები იყო ოჯახში. სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

12 მარტი 2025
5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 განსხვავებული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 12, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რჩევები -როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხშირად იყენებთ მაკიაჟს?

რჩევები -როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხშირად იყენებთ მაკიაჟს?

მარტი 13, 2025
რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

რომელია საუკეთესო ადგილები მარტო მოგზაურებისთვის

12 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი