პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი - MIT-ის...

ადამიანური სამუშაო ძალა ჯერ კიდევ ბევრად იაფია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი – MIT-ის აღმოჩენა

კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირება და ექსპლუატაცია სამუშაო ადგილების მხოლოდ 23%-ზე იქნება მიმზიდველი, სხვა შემთხვევებში კი ჩანაცვლება მათ ადამიანის დასაქმებაზე ბევრად ძვირი დაუჯდებათ. ამის შესახებ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ახალ კვლევაში წერია, სახელწოდებით „AI-ს ზეგავლენის მიღმა“ (Beyond AI Exposure), რომელიც პროდუქტიულობის ინსტიტუტთან და IBM-ის ბიზნესღირებულების ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ დღევანდელი ხარჯებით აშშ-ის ბიზნესს არ უღირს ამოცანების უმეტესი ნაწილის ავტომატიზაცია, რომლებზეც AI-ს აქვს ზეგავლენა. ამ ამოცანების შესრულებისთვის მუშახელის ხელფასის მხოლოდ 23% იქნება მიმზიდველი ავტომატიზაციისთვის,“ – წერენ მკვლევარები.

მათ აშშ-ის ბაზარზე სხვადასხვა საქმიანობის ავტომატურ რეჟიმზე გადაყვანის ხარჯთეფექტურობა პოზიციის ხელფასების გათვალისწინებით დათვალეს. კვლევა სხვადასხვა სააგენტოს და კომპანიის მზარდი განცხადებების ფონზე ჩატარდა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური რესურსის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, მსოფლიოში 40%-მდე სამუშაო ადგილებზე მოახდინოს გავლენა, რაც უფრო განვითარებულ ეკონომიკაში პოტენციურად 60%-მდე გაიზრდება. ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების, თითქმის, 75% გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მოელის, რომ სამუშაო ადგილების მოსალოდნელი შემცირების ფონზე AI ჰუმანოიდული და ინდუსტრიული რობოტების შემდეგ გამოიყენოს.

MIT-ის კვლევა 800 პოზიციას შეეხო და 1000-ზე მეტი სამსახურებრივი ამოცანა გააანალიზა, რომლის დროსაც ამოცანების მხოლოდ 3%-ის ავტომატიზაცია აღმოჩნდა ხარჯთეფექტური. თუმცა, კვლევის პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 40%-მდე გაიზარდოს.

AI-ით ადამიანის ჩანაცვლება ყველაზე ხარჯთეფექტური საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების, ასევე, ჯანდაცვის სექტორებში იქნება.

„ხელოვნური ინტელექტის გავლენა თანდათანობითია და არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ის საბოლოოდ, ადამიანთა სამუშაო ადგილებს მოიცავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ხარჯები შემცირდება ან ის სერვისის პლატფორმებით განვითარდება, რომლებსაც უფრო დიდი მასშტაბები აქვს. AI-ს განვითარებით სამუშაო ადგილები მოსალოდნელზე ნელა დაიკარგება. სამუშაო ძალის ჩანაცვლება იქნება ეტაპობრივი და არა მკვეთრი პროცესი,“ – წერენ მკვლევარები.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი