პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს

ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს

ავსტრალია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

შეზღუდვის დაწესების მიზეზი მოზარდებში სოციალური მედიის ხშირი გამოყენებით გამოწვეული მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებია. ჯერჯერობით უცნობია ასაკის შეზღუდვისას რა იქნება მინიმალური ასაკი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მინიმალური ასაკი 14-16 წელს მოიცავს.

„მინდა, ვხედავდე ბავშვებს, რომლებიც არ არიან დამოკიდებულები ელექტრონულ მოწყობილობებზე, ვნახო ისინი საფეხბურთო მოედნებზე, აუზებსა და ჩოგბურთის მოედნებზე. გვინდა, რომ მათ რეალური გამოცდილებები ჰქონდეთ, რეალურ ადამიანებთან, რადგან ვიცით, რომ სოციალური მედია სოციალურ ზიანს იწვევს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესამ.

ავსტრალია გახდება მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელიც სოციალურ მედიაზე ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ამ ჭურჭლის არასწორად გამოყენებამ, შესაძლოა, კიბოს რისკი გაზარდოს - ახალი აღმოჩენა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი