ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაალერგოლოგ-იმუნოლოგი მშობლებს მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი მშობლებს მიმართავს

რა უნდა გვქონდეს სამედიცინო ჩანთაში, როდესაც ზამთრის კურორტზე მიგვყვავს ბავშვი, – თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ნინო ლომიძე საუბრობს.

„ჩვენ ჩანთაში უნდა გვქონდეს ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი – ელექტროლიტები, სიცხის დამწევი, დამატენიანებელი. არ უნდა გამოგვრჩეს მზის ალერგია – არ უნდა ვთქვათ ის, რომ მზის ალერგია მხოლოდ ზღვაზე შეიძლება დაგვემართოს. მთაში მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ამიტომაც მზის დამცავი საცხის წაღება და გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კანის დატენიანებაზე ვისაუბრეთ და არც ტუჩები უნდა დაგვავიწყდეს. იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში არა მარტო კანი, არამედ ტუჩებიც სკდება, შრება და რეგულარულ დატენიანებას საჭიროებს”,- ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ნინო ლომიძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  Wired: დენი ბიოლმა „28 წლის შემდეგ“ iPhone-ით გადაიღო
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი