ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ“ – ჩიტიფაფობის...

„ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ“ – ჩიტიფაფობის ტრადიცია მთიან საქართველოში

საქართველოს სხვადასხვა მხარეში ფრინველებისაგან ყანების დაცვის მიზნით ყველიერის კვირაში ჩიტიფაფობას აწყობდნენ. რაჭაში ეს ჩვეულება შემდეგნაირად ტარდებოდა: დიასახლისი ამზადებდა პურის ან სიმინდის ფქვილის ფაფას. გარედან ბავშვი ეძახდა:
– დედა, რას აკეთებო?
– ჩიტიფაფასო, – უპასუხებდა დედა.
– ვის და ვის აჭმევო?
– შენ და შავლესაო და ჩიტების გამრეკსაო.
– რას და რას ურთავო?
– ერბო-ხაჭოსაო.
– ჩიტები სად არიანო?
– მაღლა ახოსაო, იქა ჭამენ, იქა სვამენ, იქ მიუტანთ ულუფასაო.
ამის შემდეგ დედა გაატანდა ჯამებით ფაფას ბავშვებს, რომლებიც მას წააცხებდნენ ხეებსა და ღობეებზე, თან ამბობდნენ:
– ეს ბეღურას, ეს შაშვს, ეს თოხიტარას, ეს ჩხიკვსაო…
ფრინველებს ფაფა უნდა ემყოფინებინათ და ნათესებისთვის აღარ ევნოთ. ბავშვები სახლში ბრუნდებოდნენ და თვითონაც შეექცეოდნენ ფაფას.
ჩიტიფაფობის რიტუალს ატარებდნენ აგრეთვე მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, ქართლსა და კახეთში.
ხევში ამ დღეს ფაფას, კვერებსა და ხინკალს ამზადებდნენ. შეღამებულზე, ცაზე ვარსკვლავების გამოჩენისას, ბავშვებს გარეთ გაიყვანდნენ. ისინი ვარსკვლავებს შეხედავდნენ და იძახდნენ:
– ეს ჩემი ვარსკვლავია, ეს ჩემიო!
სახადის ადვილად მოსახდელად აქვე ასეთ წესს ასრულებდნენ: ბავშვებს ხელზე რამდენიმე წვეთ თბილ რძეს დააწვეთებდნენ, თითქოს ვარსკვლავებია მოფენილიო. ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ.
ფშავში დიდმარხვაში, აღების შემდეგ ორშაბათს აღნიშნავდნენ თაგვ-ჩიტთუქმს. ამ დღეს არ მუშაობდნენ, უქმობდნენ, რომ ჩიტებსა და თაგვებს მოსავალი არ გაეფუჭებინათ, ამზადებდნენ ფაფას. ბავშვი ბანზე ავიდოდა და დედას ერდოდან ჩასძახებდა:
– დედავ, რასა იქმ?
– ჩიტთა ფაფასაო.
– ჩიტნი რაღასაო?
– სხვათა ყანასაო…
შემდეგ ბავშვი კართან მივიდოდა. დედა ფაფას მიაწოდებდა და ჩიტებს დაუდებდნენ საჭმელად. ამავე დროს ბავშვები ჯოხებზე შეაბამდნენ ჩვრებისაგან გაკეთებულ ჩიტების და თაგვების გამოსახულებებს, სახლს შემოურბენდნენ, ჯოხს დაბლა სცემდნენ და იძახდნენ:
– ანგელოზო, შინ შემოდი, თაგვო, ჩიტო, კარში გადიო!..
წაიღებდნენ იმ ჯოხებს და სხვის ერდოში ჩააგდებდნენ ან სოფლის გარეთ გაიტანდნენ და სხვა სოფლის ადგილში დატოვებდნენ. ამ დროს იმ სოფლის ბავშვები ამათი სოფლისაკენ მოდიოდნენ იგივე მიზნით. შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ატყდებოდა ჩხუბი. ვინც დამარცხდებოდა, იმათი სოფლის ადგილებში აღმოჩნდებოდა ჩიტებისა და თაგვების გამოსახულებანი.
დაახლოებით ასევე სრულდებოდა ეს ჩვეულება მთიულეთში.
📕 წიგნიდან: გივი ჩიღვინაძე – „მზე შინა და მზე გარეთა“

ნინი არაბული
#ეთნოგრაფიული
#დღესასწაულები

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

ოქტომბერი 24, 2024
რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი