ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ...“ - რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

„ამ ლოცვას ტკივილების გამაყუჩებლად ვიყენებ…“ – რომელ ლოცვაზე ამბობს წმინდა პაისი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი პაისი, ისევე როგორც ჩვენი მამა გაბრიელი, თანამედროვე წმინდანია. ის 1994 წელს გარდაიცვალა.

წმინდანის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება. აქვს ბრძნული შეგონებანი. თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას სულისა და ხორცის საკურნებელ პატარა, თუმცა უძლიერეს ლოცვაზე შევაჩერებთ.

წმინდა პაისი ათონელი ლოცვის შესახებ:

„მუდამ ბაგეებზე გქონდეთ „დიდება შენდა, ღმერთო!“ როდესაც ტკივილები მაწუხებს, „დიდება შენდა, ღმერთოს!“ გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის.

„დიდება შენდა, ღმერთო“ იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელ-მონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ „უფალო შეგვიწყალენ“ 100 დრაქმას უდრის, ხოლო „დიდება შენდა, ღმერთო“ ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს.

თანაც ურჩევდა, რომ „დიდება შენდა, ღმერთო“ უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც, სულის სამკურნალოდ, ღვთის დაშვებით გვეძლევა“.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შველის თმის ცვენას და ხელს უწყობს მის გახშირებას - როგორ მოამზადოთ იდეალური თმის საიდუმლო
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი