ბრენდი “გიგლსი” საახალწლო კამპანიის ფარგლებში, აქვეყნებს ნიკოლოზ წულუკიძის წერილს მომავლისთვის:
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება. გილოცავ ახალ წელს!..“ – ნათქვამია წერილში.
თეატრმცოდნემ, ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ, 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. წყვილს ქორწინებაში ორი შვილი, სესილია და კიტა შეეძინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზისა და თეკლას ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, როცა მათი უმცროსი ვაჟი მაღალი სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები