შაბათი, ოქტომბერი 18, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები„არ უნდა დავუწესოთ მოლოდინი, რომ აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა აიღოს... მან უნდა...

„არ უნდა დავუწესოთ მოლოდინი, რომ აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა აიღოს… მან უნდა იცოდეს, რომ მისაღებია ზუსტად ისეთი, როგორიცაა” – ფსიქოლოგის რჩევები აბიტურიენტის მშობლებს

როგორ უნდა დაუჭიროს მხარი მშობელმა აბიტურიენტ შვილს – ამ თემაზე, “რუსთავი 2-ის” ეთერში, ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა მეგი საჯაიამ ისაუბრა. მისი თქმით, მშობელი ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს შვილის არჩევანში და თავს საკუთარი შფოთვები და მოლოდინები არ უნდა მოახვიოს.

“დავუტოვოთ აბიტურიენტს არჩევანის უფლება – თუ მას სურს, რომ გავყვეთ და დავუჭიროთ მხარი, უნდა გაყვეს მშობელი [საგამოცდო ცენტრში], თუ გთხოვთ, რომ არ მინდა – მარტო გავუშვათ.

მშობლის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მშობლები, ძირითადად, წინასწარ მოლოდინებს ვქმნით, ვუსახავთ მიზნებს, ვურჩევთ უნივერსიტეტს – ეს ყველაფერი შეცდომაა, რადგან, შესაძლოა, ახლა ჩააბაროს იქ, სადაც ჩვენ გვინდა, გააკეთოს ის, რაც გვინდა, მაგრამ შემდგომში ვუჩენთ მას არასაკმარისობის განცდას და ვუქმნით ბევრ პრობლემას.

მშობლები უნდა ვიყოთ მენტორები. რა თქმა უნდა, უნდა ვურჩიოთ ის, რაც ჩვენ სწორი გვგონია, მაგრამ უნდა ვცეთ პატივი მის არჩევანს. არ უნდა გადავცეთ ჩვენი შფოთვის მოდელი, უნდა ვცადოთ, რომ არ მოვახვიოთ თავს და არ უნდა დავუწესოთ მოლოდინი, რომ შენ აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა აიღო. მან უნდა იცოდეს, რომ ის მისაღებია ზუსტად ისეთი, როგორიც არის და მისი ნებისმიერი შედეგი იქნება მისაღები და გასაგები. ამ ტიპის მხარდაჭერაა საჭირო,”- აცხადებს მეგი საჯაია “შუადღის” ეთერში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  საყურადღებო ინფორმაცია - სად იქნება საგამოცდო ცენტრები
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი