აფხაზეთი ზაფხულში რუსი ტურისტებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ და იაფ მიმართულებად რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი ტუროპერატორებზე დაყრდნობით ავცელებს. მათივე ინფიორმაციით, ყველაზე ძვირი მიმდინარე წლის ზაფხულში ინდონეზია, კერძოდ კი კუნძული ბალი იქნება.
„ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულება არის აფხაზეთი. ღირებულებაზე გავლენას ახდენს პირდაპირი ფრენა სოჭის მიმართულებით, იაფი ტრანსფერი და ტრადიციულად ფასებიც 20-30%-ით დაბალია, ვიდრე სოჭში. გარდა ამისა, იქ ჩასვლა პასპორტის გარეშეა შესაძლებელი და თან, თავისუფლად გამოიყენებთ Mir-ის ბარათებს“, – განაცხადა ტუროპერატორ „ინტურისტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა დარია დომოსტროევამ.