პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
spot_img
მთავარიUncategorizedბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვება

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვება

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის სეზონური კვება

საუბრობს ​პედიატრი თემურ მიქელაძე:

„მაქსიმალურად ვცდილობთ, სეზონური ხილი, ბოსტნეული გამოვიყენოთ სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის სწორად განვითარებისთვის.  ხილი, ბოსტნეული სწორედ იმ მიკრო და მაკრონუტრიენტებს, ვიტამინებს შეიცავს დიდი რაოდენობით, რაც იმ სეზონზეა აუცილებელი ბავშვისთვის.

ძუძუთი კვების დროს დედებს ვურჩევთ სეზონურად მიირთვან ხილი, ბოსტნეული. სწორედ იმ სეზონზე შეიცავს მაქსიმალურ მიკრონუტრიენტებს, წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ნახშიწყლებს, ცილებს ეს ხილი და ბოსტნეული. ცხიმებს შეიცავს იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ცხოველურ საკვებს. შეიძლება, თევზი პაციენტებს სეზონურადაც შევთავაზოთ. დედის რძესაც ახასიათებს სეზონური ცვლილებები.  ის სეზონურად გადასცემს ბავშვს მიკრონუტრიენტებს, რაც აუცილებელი და დროულია ბავშვის ნერვული სისტემის სწორი მომწიფებისთვის. აუცილებელია ბოსტნეულის პიურე ადრეული ასაკის ბავშვებისთვის სეზონურად დაინიშნოს. გაზაფხულის პერიოდში ჩვენთან დიდი რაოდენობით არის სალათები, მწვანილი, ყაბაყი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო.

ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, რაც პერისტალტიკას აუმჯობესებს და ყაბზობის პროფილაქტიკაც არის. ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორებიცაა: B ჯგუფის ვიტამინები, C ჯგუფის ვიტამინები, კაროტინოიდები. არის დაავადებები, როდესაც გვაქვს ფრუქტოზის აუტანლობა. აქ შეიძლება შევზღუდოთ კიდეც ხილი ან მოდიფიცირება მოვახდინოთ ნახშირწყლის. კონკრეტული შემთხვევა აუცილებლად უნდა იქნეს ექიმის მიერ შესწავლილი. 12 წელი არის პუბერტული ასაკი. აქ აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება.

შეიძლება ბავშვმა იმდენად მაღალი კონცენტრაციით მიიღოს სხვადასხვა ნივთიერება, რომ კუჭის ლორწოვანი გაღიზიანდეს.  ამიტომ უნდა იყოს სწორად, რაციონალურად გამოყენებული, რათა ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აღარ წამოგვივიდეს. ხშირად მომმართავენ პაციენტები, როდესაც ბავშვები არ ჭამენ ხორცს, არ ჭამენ ბოსტნეულს.

ყოველთვის ვურჩევ მშობელს, ბოსტნეული და ხორცი –  თერმულად დამუშავდეს“ .

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი