კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაბევრი ვიტირე, ძალიან დიდი ტკივილი იყო..." - ნიკა კვეკვესკირის ემოციური ისტორია, რომლის...

ბევრი ვიტირე, ძალიან დიდი ტკივილი იყო…” – ნიკა კვეკვესკირის ემოციური ისტორია, რომლის გახსენების დროს ლელა წურწუმიამ ცრემლები ვერ შეიკავა

„სტატუსი გამოქვეყნდა, რომელიც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ მონაკვეთს ეხებოდა, ერთ ნაწილში კი ნათქვამი იყო, რომ თითქოს მთავარმა მწვრთნელმა მე [გუნდის შეკრებაზე] უსახსრობის გამო არ წამიყვანა, რეალურად ეს ისტორია სხვანაირია,“ – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 32 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლმა ნიკა კვეკ­ვეს­კი­რმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა და მის ბავშვობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორია გაიხსენა.

„ალბათ, ბავშვური ტკივილია ის, როდესაც სადაც გინდა რომ ყველაზე მეტად იყო, იქ ვერ მიდიხარ, ჩემი გუნდის შეკრება იყო ურეკში… უსახსრობის გამო ვერ მივდიოდი, მაშინ ჩვენი გუნდი მშობლების მიერ ფინანსდებოდა… ვიცოდი, რომ ვერ მივდიოდი, მშობლებს არ დაუმალავთ, ბევრი ვიტირე, ძაან დიდი ტკივილი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ისტორია ასე დამთავრდა – მთელი გუნდი, ავტობუსით სახლში დამადგა, მწვრთნელმა უთხრა ფეხბურთელებს, ნიკას გარეშე არსად წავალო, ყველა დაეთანხმა, ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემ გარეშე არ მიდიოდნენ… ეს უდიდესი ტკივილი წამებში დიდ სიხარულად გადაიქცა“,- ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი