უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა 2024 წლის 1-ელ თებერვალს ჩატარებული გამოცდის შედეგები ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 6 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს ტესტირების დღეს გადაეცა.
NAEC-ის განმარტებით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.
შედეგების გასაჩივრება კი შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64).
შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
მასალის გამოყენების პირობები