ხუთშაბათი, დეკემბერი 4, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„გარემოს ეროვნული სააგენტო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„გარემოს ეროვნული სააგენტო” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღევანდელი მაჩვენებლებით, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.

„პირველ დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი –  წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვერის მასების გავრცელებამ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა.

უდაბნოს მტვერის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების – წვიმა, თოვლი, ქარი – განვითარებაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, მტვრის პროგნოსტიკული ცენტრების და ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ქვეყანაში "მეტაპნევმო" ვირუსმა დაიწყო გავრცელება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი