ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარისკოლები,,გაშავდა გაზაფხული… სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო...

,,გაშავდა გაზაფხული… სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, გაფრინდა” – ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

,,გაშავდა გაზაფხული.. გაქვავდა ქალაქი… სამი ანგელოზი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა, მომავალს გეგმავდა, ათასნაირად ხატავდა ბედნიერების გზას, გულით მზეს დაატარებდა და ყოველი დღის გათენებას ზეიმობდა, გაფრინდა. გაფრინდა შორს, უცნობ გზაზე, ცოცხლად დარჩენილთათვის მიუვალ ნაპირზე…. დუმს სკოლა…სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მათი ნაბიჯებით ხარობდა, მათი სიცილით ხმაურობდა და მათი მომავლის გეგმებს ისმენდა… თითოეული მასწავლებლის გულში ცეცხლი ანთია. ცეცხლი, რომელსაც ვერაფერი აქრობს…

ბავშვები, რომლებთან ერთადაც გაიზარდეთ, თორმეტი წელი ისწავლეთ და დაძმანივით შეიყვარეთ ერთმანეთი, თავზარდაცემულნი არიან. მათ ხომ სამი თანაკლასელი, სამი და დაკარგეს. დაკარგეს მაშინ, როცა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადიოდნენ, სიცილ-კისკისით სტუდენტობის ზეიმობას აპირებდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. რა იცოდნენ, თუ თქვენ, ასე სწრაფად გადაიფრენდით ურთულეს გზებს, დაიპყრობდით ცის კამარას და მზეს შეუერთდებოდით კაშკაშა სხივებად. ,,ნუთუ, ღმერთო, ამისთანა მსხვერპლი, მართლა საჭირო იყო?!”ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან, ნუგეში, უბრალოდ არ არის…

ჩვენო თვალმერცხალა ანგელოზებო ნინო, ელენე, ლიზი ერთი რაც შეგვიძლია გითხრათ ისაა, რომ თქვენ მუდამ იცოცხლებთ თითოეული ჩვენგანის გულებში, ის წილი მზე, რომელიც ჩვენში აანთეთ და დატოვეთ სითბოდ და სიყვარულად, არასდროს ჩაქრება.
ქალაქ ჭიათურის N 1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლეების ნინო კენჭოშვილის, ელენე შუკაკიძის და ლიზი რობაქიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო”, – ვკითხულობთ ტექსტში.

ცნობისთვის, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის იყვნენ ჭიათურელი გოგონებიც.

მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

5 დაავადება, რომელიც კანს აზიანებს და შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს

აპრილი 9, 2025
რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?

რამდენად უსაფრთხოა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება?

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი