შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“ –...

„გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“ – როგორ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

პრეზიდენტი წერს, რომ საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ მრავალწლიან მეგობრობას:

„ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  ახალქალაქის სოფელ აგანაში მე-10 საუკუნის ლაპიდარული წარწერა აღმოაჩინეს
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი