93 წლის ულამაზესი მხატვარი და ჟურნალისტი ნელი ბერაია გადაცემაში „მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან“ მისი ცხოვრების ტრაგიკულ ამბებს იხსენებს.
„1973 წელს გოგო გარდაიცვალა, 1992-ში ბიჭი. გოგოს ბებიამისმა აბორტი გაუკეთა, ჩემ შვილს სეფსისი დაემართა და გარდაიცვალა. მას თავის ქმართან უსიამოვნება ჰქონდა და ალბათ იმიტომ აიძულეს აბორტი. ამ დროს მამამისი პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო ბათუმში. ბებია კი არც ექიმი იყო და არც ექთანი და რატომ გაუკეთა, არ ვიცი. მე გვიან გავიგე, ეს ამბავი რომ მოხდა.
ბებიამისი, ჩემი ქმრის ნამდვილი დედა არ იყო, დედინაცვალი იყო, მასთან ურთიერთობა არ მქონია, უკვე დიდი ხანია, გარდაიცვალა.
ახლა ჩემი შვილი 70 წლის იქნებოდა. ბიჭი 1992-ში, ტყავის ქურთუკის გამო მოკლეს“. – იხსენებს ნელი ბერაია.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები