სამშაბათი, აპრილი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„დედა ზესტაფონში ბაზარში მუშაობს. მომხმარებლები გიჟდებიან მასზე... როცა თამაშზე ვიყავი დამოკიდებული დედას...

„დედა ზესტაფონში ბაზარში მუშაობს. მომხმარებლები გიჟდებიან მასზე… როცა თამაშზე ვიყავი დამოკიდებული დედას გული ძალიან ვატკინე“ – ზურა გორგაძე

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დედაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედა ის ადამიანია, რომელმაც ბევრი იბრძოლა შვილის ჯანმრთელობის პრობლემებთან და საბოლოოდ გაიმარჯვა.

„დედა ჩემთვის ყველაფერია, მთელი ჩემი შეგნებული და შეუგნებელი ცხოვრებაც.. ხშირად მიფიქრია, რამდენი ცხოვრება უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ის ამაგი, სიყვარული, თავგანწირვა და ყველა ის საქციელი, რაც ჩაუდენია ცხოვრებაში გადავუხადო. მგონია, რომ არცერთი ცხოვრება არ გეყოფა ამისთვის. მით უმეტეს ერთი..

დედა არის ძალიან წმინდა, სუფთა, სპეტაკ, ბოროტებისგან დაცლილ გარემოში, მაღალმთიან სვანეთში დაბადებული. იქ გაზრდილი ქალბატონია. 8 და-ძმა იყვნენ და ეს კი გამოჰყვა მთელი ცხოვრება, რომ ოჯახი მისთვის ყველაფერია.

ბოლო პერიოდში ვცდილობ ხოლმე, რომ ის ემოცია, რაც შიგნით მაქვს დაგროვილი და რასაც განვიცდი, ვაგრძნობინო ქმედებით, სიტყვით, საქმით.. ახლაც მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ის, რასაც მე წარმოვადგენ, ისიც შენ ხარ.

დედა და მამა ზესტაფონში ბაზარში მუშაობენ. მას რომ ჰქონოდა შესაბამისი შესაძლებლობა, ან ცოტა განსხვავებულ პერიოდში, რომ დაბადებულიყო, ის ერთ-ერთი წარმატებული, ცნობილი ქალი იქნებოდა. მე ძალიან ვაფასებ მის შრომას“, – აცხადებს ზურა გორგაძე.

კითხვაზე, „რაზე სწყდება გული დედასთან ურთიერთობაში“ – ზურა აცხადებს, რომ ბევრი ისეთი, რაღაც მოხდა, რაზეც დედამისს გულისტკენა და ნერვის დახარჯვა მოუწია.

„ვნანობ იმას რომ, როცა თამაშზე ვიყავი დამოკიდებული დედას გული ძალიან ვატკინე.. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სინანულის მომენტი“, – აცხადებს ზურა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  პირველი ღამის უჩვეულო და შოკისმომგვრელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

ანიზაკიდოზი – ეს არის მძიმე პარაზიტული ინფექცია, რომელიც ადამიანს შეიძლება დაემართოს უმი ან არასათანადოდ დამუშავებული თევზის მიღებით

აპრილი 7, 2025
თიკა ჯამბურიას ახალი წამოწყება

თიკა ჯამბურიას ახალი წამოწყება

8 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი